ესპანურ პრესაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოლიტომ შემოთავაზებები მიიღო სხვადასხვა კლუბებიდან, მაგრამ ”ბენფიკას” წინადადება ყველაზე სასურველი უნდა იყოს მისთვის. ”ბარსა ბ”-ს ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა, მანუელ აგუდომ (24), რომელსაც საზოგადოება ნოლიტოს სახელით იცნობს და რომლის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2011 წლის 30 ივნისს იწურება, შემოთავაზება მიიღო სხვადასხვა გუნდებიდან.
ჯერ-ჯერობით, ყველაზე ხელსაყრელი პორტუგალიური კლუბის ”ბენფიკას” მიერ შემოთავაზებული წინადადებაა. როგორც ჩანს, ”ბარსელონა” არ აპირებს შესთავაზოს საკუთარ ფეხბურთელს მეტისმეტი თანხა, სანდრო როსელის მკაცრი პოლიტიკიდან გამომდინარე.
მეორეს მხრივ, ნოლიტოს გადასვლა ძირითად გუნდში პრაქტიკულად შეუძლებელია. ”ბენფიკა” მოლაპარაკების წარმოებას 1 იანვრიდან დაიწყებს და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისინი ”ბარსას” სიმბოლურ თანხას გადაუხდიან, რაც განსაზღვრულია ”ფიფას” მიერ ასეთი შემთხვევების დროს.

