მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, ყაზანის “რუბინთან” გამართა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელების წყალობით გუნდმა თათრები ანგარიშით, 2–0 დაამარცხა. აქ კი ამ შეხვედრის საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ:
► გუშინ ჩვენ მოედანზე “ჩემპიონთა ლიგის” სამი დებიუნტანტის, ფონტასის, ტიაგოსა და ბარტრას ხილვა შევძელით.
► ჯონათან დოს სანტოსს “ჩემპიონთა ლიგაზე” რამდენიმე წუთით უკვე ნათამაშები ქონდა. ეს შარშან მოხდა, როდესაც “ბარსამ” “ინტერი” ანგარიშით, 2–0 დაამარცხა, მაგრამ გუშინ მექსიკლი ახალგაზრდა ვარსკვლავი სასტარტო 11–ეულში პირველად მოხვდა.
► მოგეხსენებათ გუშინ გოლის გატანა შეძლო ვიქტორ ვასკესმა. მას გოლი “ჩემპიონთა ლიგაზე” აქამდეც ქონდა გატანილი. ეს 2008/09 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “ბარსა” დონეცსკის “შახტარს” ხვდებოდა.
► ანდრეუ ფონტასისთვის ეს პირველ გუნდში გატანილი პირველი გოლი გახლდათ. დღემდე მას “ბარსას” პირვლი გუნდის მაისურით 5 თამაში აქვს ჩატარებული.
► გუშინ, “რუბინის” წინააღმდეგ ჩვენ 10–ზე მეტი რეზერვის ფეხბურთელის ხილვა შევძელით.
► ხოსე მანუელ პინტო 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. მან წელს “ჩემპიონთა ლიგაზე” უკვე მეორედ იასპარეზა. წლევანდელ სეზონში მან “ბარსას” კარი 4–ჯერ დაიცვა და არცერთი გოლი არ გაუშვია. 4–ივე შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა.
► ბუსკეტსი მთელი მატჩის განმავლობაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. მან მეტოქისთვის ბურთის ართმევა ყველაზე მეტჯერ, 15–ჯერ მოახერხა.
► ხერარდ პიკე, “ბარსას” მხრიდან, არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც “ჩემპიონთა ლიგის” ყველა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
► ეს კატალონიელებისთვის ზედიზედ მეორე შეხვედრაა, რაც მათ გაფრთხილება არ მიუღიათ. გუშინდელ შეხვედრაში “ბარსა ბ”–ს ვარსკვლავები მხოლოდ სამჯერ დაჯარიმდნენ.
► უკვე მეხუთე თამაშია, რაც “ბარსას” მეკარეები საკუთარი კარის შენახვას მშრალად ახერხებენ. ბოლოს “ბარსას” გოლი “ვილიარეალის” ერთ–ერთმა ფეხბურთელმა, ნილმარმა გაუტანა.
► ლეო მესიმ “ჩემპიონთა ლიგაში” თავისი ორმოცდამეათე შევედრა გამართა. ამ ტურნირზე მას 31–ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული.



