მატჩის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე, “ბარსას” მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ “სამუშაო უკვე გაკეთებულია” და აღნიშნა ის ფაქტი, რომ “ბარსას” მერვედფინალში გასვლა უკვე გარანტირებული აქვს…
მართალია “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პირველი გუნდის 6 ფეხბურთელი მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ გვარდიოლა აცხადებს: “ჩვენ ახლა ჩვენი ფორმის შენარჩუნება გვმართებს და მსურს, რომ მატჩში მონაწილეობა ყველამ მიიღოს. ჩვენ ჯგუფის სათავეში ვართ და სამუშაო უკვე გაკეთებულია, მაგრამ ახლა პატივისცემის საკითხია. ჩვენ შვეცდებით დინამიური მატჩი ვაჩვენოთ და ჩვენი შანსების მაქსიმუმი გამოვიყენოთ.”
მოგეხსენებათ გუშინ “ოქროს ბურთის” 3 შესაძლო მფლობელის სახელი დასახელდა, რომელთა შორის 3–ივე “ბარსას” ფეხბურთელია. “ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ისინი ამ გამარჯვებას მთელ გუნდს გაუზიარებენ, რადგანაც ეს პრიზი მთელმა გუნდმა დაიმსახურა”, განაცხადა პეპმა, რომელიც ასევე წლის საუკეთსო მწვრთნელის სამ კანდიდატთა შორისაა.
ამავე პრეს–კონფერენციაზე, პეპ გვარდიოლამ პუბლიკას გაანდო, რომ ამ შეხვედრაში კარს, ხოსე მანუელ პინტო დაიცავს, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო 2 თამაშის გამოტოვება მოუწია.


