“ბარსელონას” 25 წლის შემტევი კრისტიან ტელიო ფლორენციაში იმყოფება და “ფიორენტინაში” სამედიცინო შემოწმების გასავლელად ემზადება. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ესპანური პრესის ცნობით, ტელიო “ფიორენტინაში” არენდით ითამაშებს და სეზონის ბოლოს ფლორენციელებს მისი 7.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
“ფიორენტინა” “ბარსელონას”, არენდაში, ნახევარ მილიონ ევროს გადაუხდის. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელმა გარკვეული რაოდენობის მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო, მაშინ ფლორენციელები კატალონიელებს ერთიდან სამ მილიონ ევრომდე გადაუხდიან.
სტატისტიკა არაფერ შუაშია, თამაშებს თუ უყურებდი სერიოზულ სეივებს აკეთებდა, შრშანდელი ვალენსიას ხელში მეტი რომ არ გაუშვა არ გიკვირს
Oფიციალურად არც ერთი წასულა და არც მეორე მოსულა 🙂 მაგრამსპორტი და მუნდო დეპორტივო წერს ამ ინფორმაციას და იქნებ დადოთ მწერლებო 😉