workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ უფრო სრულყოფილია?

ვინ უფრო სრულყოფილია?

პეპ გვარდიოლამ გააღო პირი, ჩაისუნქა ჰაერი და გაუფართოვდა თვალები. ის ფიქრობდა, რომ არავინ იქნებოდა ისეთი, ვინც მის აზრს არ გაიზიარებდა. როდესაც პეპი “ელ კლასიკოს” ადევნებდა თვალს, იგი თავის თავს უსვამდა კითხვას: ” არის ვინმე უფრო სრულყოფილი, ვიდრე ლეო მესი? ბევრი უპასუხებდა: კრიშტიანუ რონალდუ. წლებია მსოფლიო ფეხბურთში ისმის კითხვა: ვინაა უკეთესი, რონალდუ თუ მესი? ნაწილი არგენტინელს ემხრობა, ნაწილი კი პორტუგალიელს. ხალხი ფიქრობს, რომ რონალდუ უფრო სრულყოფილია, ვიდრე ლეო მესი. შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ ლეო საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა შეგეწინააღმდეგებიან და გეტყვიან, რომ კრიშტიანუ უფრო სრულყოფილი და უფრო ძვირფასია. გადაამოწმე საფეხბურთო მონაცემები და მიხვდები რატომაც.

ზუსტად ერთი წლის წინათ მადრიდულმა გაზეთმა მარკამ, ერთმანეთს სწორედ ეს ორი საფეხბურთო ვარსკვლავი შეადარა და რონალდუს მიემხრო. ეს არცაა გასაკვირი, მარკა ხომ მადრიდული გაზეთია და ყველაფერს მათ სასარგებლოდ წერს. სტატიის ავტორის, ენრიკე ორტეგოს თქმით, ლეო მხოლოდ “ბარსელონაში” თავის პოზიციაზე თამაშობს კარგად. მისი თქმით ლეო ისე ვერ თამაშობს ეროვნულ ნაკრებში, როგორც რონალდო პორტუგალიის ნაკრებში. ჟურნალისტის სიტყვებით, რონალდუს ყველგან შეუძლია თამაში. იგი შესანიშნავად თამაშობდა “მანჩესტერში”, მადრიდში და ეროვნულ გუნდში. მას  დიდად არ სჭირდება თანაგუნდელები. ალბათ თვითონაც მიხვდით, თუ რისი თქმა სურდა ავტორს. იმ სტატიის მიხედვით გამოდიოდა, რომ კრიშტიანუ ლეოზე სრულყოფილი ფეხბურთელია. იგი აღემატება მესის, ფიზიკური მონაცემებით, დარტყმა უკეთესი აქვს, სისწრაფე, თავით თამაში და იგი უფროა გუნდის ლიდერი. მესის უპირატესობა მხოლოდ გუნდურ თამაშში და დრიბლინგში მიენიჭა. ეს სტატია მხოლოდ და მხოლოდ რონალდუს დონის ამაღელებასა და მესის დაჩრდილვას ემსახურებოდა.

კი მაგრამ მართალია ეს ყველაფერი? ძლიერია მართლა რონალდუ მესიზე? არის უფრო ლიდერული თისებებით დაჯილდოვებული? სჯობს ლეოს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში? უკეთსად თამაშობს დიდ მატჩებში?(მაგ: “კლასიკო”) შეუძლია რონალდუს იმის გაკეთება, რაც მესის ძალებს აღემატება? არის მისი ტექნიკა ასეთი კარგი? არის მისი პასები საუკეთესო? მართლა აქვს უკეთესი დარტყმა? ბოლო კითხვაზე პასუხს კი ძალიან სწორად გაგცემთ. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. წლევანდელ სეზონში რონალდუს დარყმული ბურთებიდან კარში მხოლოდ 32% წავიდა, მესის დარტმებიდან კი 52%. მესიმ უფრო რთული სიტუაციებიდან გაიტანა გოლები, როდესაც კრიშტიანუ ხშირად ცარიელ კარებში აგორებს ბურთს. მესიმ გადამწყვეტი გოლი 7–ჯერ შეგადო, კრიშტიანუმ კი მხოლოდ 2–ჯერ. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ლეოს არცერთი პენალტი არ აქვს გატანილი , რონალდუს კი უკვე 4. ამბობენ, რომ რონალდუ შორი მანძილიდან უკეთესად ურტყამს. ამაზეც პირიქით მეტყველებს სტატისტიკა.

დავუბრუნდეთ მარკას სტატიას. განა პენალტების და ჯარიმების გატანა, უკეთესია, ვიდრე ზუსტი პასები და დრიბლინგი? სწორია, როცა ფეხბურთელს ფიზიკური მონაცემებით ადარებენ? რა თქმა უნდა  არა. რითაც რონალდუ მესი სჯობს, ამას ათლეტიზმი ჰქვია და ამ კომპონენტში მესის იუსეინ ბოლტიც აჯობებს. ეს აბსურდია, როცა ფეხბურთელს ფიზიკური მონაცემებით  ადარებ. რატომ არ ადარებ, იმით თუ ვინ უფრო აკონტროლებს თამაშს? ვინ აკეთებს საგოლე პასებს? ვინ არის უფრო აკურატული და უფრო ზუსტი? ვინ არის უფრო ეფექტური და აქტიური? თუნდაც  ვინ უფრო შრომის უნარიანია?

გავიხსენოთ ორშაბათის “კლასიკო”. ორშაბათი ღამე იყო და “კამნ ნოუ” მადრიდის “რეალს” მასპინძლობდა. ლეოს არ გაუტანია გოლი, არ გაუკეთებია ისეთი რამ რითაც ხალხის ყურადღებას მიიპყრობდა. მას არ გაუკეთებია ფანტასტიური დრიბლინგი,თუმცა მან მაინც კარგად ითამაშა. მან და მისმა თანაგუნდელებმა სენსაცია მოახდინეს. მათ 5–0 გაანადგურეს მოურინიოს “რეალი” და სამუდამოდ გააჩუმეს “განსაკუთრებულის” გრძელი ენა.

არგენტინელმა საერთო ჯამში ბოლო 72 შეხვედრაში 70 გოლი გაიტანა. წელს მან გააკეთა 50 კარგი დრიბლინკი, ხოლო კრიშტიანუმ მხოლოდ 30. წელს მესიმ გააკეთა 27 საგოლე პასი, მისმა თანაგუნდელებმა კი 7 გამოიყენეს. რონალდუმ მხოლოდ 22 და აქედან მხოლოდ 4–ს მოჰყვა გოლი მეტოქის კარში. მესის გოლი ყოველ 147 წუთში გააქვს, პორტუგალიელს კი 307–ში. მესიმ წელს 590 ზუსტი პასი გააკეთა, რონალდუმ 429. ლეომ 105 ცუდი პასი გააკეთა, რონალდუმ კი 159. რას ფიქრობთ, კიდევ გჯერათ, რომ რონალდუ უფრო სრულყოფილია…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში