workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამარჯვების ფორმულა

გამარჯვების ფორმულა

ფეხბურთი, დაბადებული ბრიტანეთში, გაზრდილი ბრაზილიაში, იტალიაში, არგენტინასა თუ ესპანთში, დიდ მოწონებას იწვევს და თავს იწონებს წოდებით – “სპორტის მეფე”. მასში მრავალი მილიარდია ჩადებული. საფეხბურთო ოჯახში შესანიშნავი ბიზნეს გარემოა, – პროგრესირებადი და მომგებიანი ეს არის სპორტი, რომელიც განკუთვნილია მაყურებელზე. ფეხბურთი არის შოუ სადაც, ვინც მეტად გააოცებს მაყურებელს, ის “მოგებული” დარჩება.

მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ წინა პლანზე გადმოინაცვლა, – გაჩნდა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეულ საუკუნეებში დამკვიდრებული მოსაზრება – “ხალხის ბრბოობის” შესახებ, დღეს უკვე დრომოჭმულია.

თქვენ შეიძლება თქვათ, რა შუაშია სპორტთან ბრბოობა და დრომჭმულობაო, მაგრამ სწორედაც რომ შუაშია. – თუმცა ყველას უყვარს ინდივიდუალისტი ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე სპეკტაკლს დგამენ, მაგრამ არანაკლებ აფასებენ გუნდურ მოთამაშეებს. ჰო, ბრბოობაზე გამახსენდა. წარმოიდგინეთ, ვითომ საფეხბურთო მატჩები იმართება ძველ რომში, “კოლიზეუმში”. ყურადღებას მიაქცევს ვინმე მეკარის, მცველების ან ნახევარმცველების თამაშს? – აქ გაიხარებდნენ მხოლოდ ფორვარდები და ასე ვთქვათ “შოუმენები”.

აი დღეს კი ყველამ იცის, ვის რა შეუძლია და ვინ რამდენს მუშაობს მოედანზე. ასევე ყველამ იცის, რომ თერთმეტი მოთამაშის მიერ “დადგმული სპეკტაკლი” უფრო სანახაობრივი, შედეგის მომტანი და ეფექტურია, ვიდრე ერთი მოთამაშისა ამით მე არ ვაკნინებ ინდივიდუალისტებს, მაგრამ მათაც უნდა იცოდნენ, რომ ძალა ერთობაშია და მათ უკან ჰყავთ ათი პარტნიორი.

“ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლიო” და ზოგი შემეწინააღმდეგება, მაგრამ ეს ხომ გუნდური თამაშია. მაშ ვინც ასე არ ფიქრობს, აგერ ბატონო “freestyle” და “მიდი გენა”. მაგრამ დაფიქრდით, რატომაა ეს უკანასკნელი ფეხბურთის ჩრდილში? – იმიტომ, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია (გუნდს კი ამ შემთხვევაში “ბარსელონას”) ქმნიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა ყურადღება მივაბყრო ორ გამორჩეულ, გუნდურად მოთამაშე ფეხბურთელს. ორ ფეხბურთელს, რომლებიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს თვალახვეულებიც კი უგებენ.

გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ თითქმის ყველა (ვისაც football და freestyle ერთმანეთში არ ერევა) ერთხმად აღიარებს, რომ ეს ორი გენიოსი, საუკეთესო გუნდური წყვილია მთელ პლანეტაზე.

ეს ის ორი ფეხბურთელია, რომელთა პასები, ასისტები და მარგი ქმედების კოეფიციენტები, დანარჩენებზე მეტია. ეს ორი ჯუჯა ტანის ფეხბურთელი ისეთ დუეტს ქმნის მოედნის ცენტრში, რომ მათთვის ბურთის წართმევა თითქმის შეძლებელია. ამასთან, ეს ორი ფეხბურთელი სხვა თვისებებითაც გამოირჩევა.

ძნელად მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე, ჩავიზე მეტს მოძრაობს და მასზე მეტჯერ ეხება ბურთს მიკროსკოპითაც რომ ვეძებოთ, ვერ მივაგნებთ ისეთ “შემქმნელ” ნახევარმცველს, რომელიც გამუდმებიტ გამყვან პასს აკეთებს და პასის სიზუსტე 90% აქვს.

გადავიდეთ ინიესტაზე. ბევრი მოთამაშე გინახავთ, მოედნის ასეთი გრძნობით? ფეხბურთელი, რომელიც ცენტრში ისე რბილად დანავარდობს, როგორც ნავი წყალში ის არც ისეთი სწრაფია, როგორიც, თუნდაც რონალდო, მაგრამ სწორი მოძრაობისა და ადგილიდან სწრაფად “აკრეფის” ხარჯზე, მისი დაწევა მოედანზე, თვით ჰუსეინ ბოლტსაც კი გაუჭირდება

ორივე “ლა მასიიდანაა” და თითქოს თვისებებიც ერთნაირი აქვთ. მათთვის უკნიდან მიპარვა და ბურთის წართმევა ისევე წარმოუდგენელია, როგორც ვირის ხეზე ასვლა(!!!). ისინი თითქოს მოწინააღმდეგე ფეხბურთელს სუნზე გრძნობენ და ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევენ რამდენჯერ ყოფილა მათ გარშემო 3-4 ფეხბურთელი და დუეტს ისე მარტივად დაუღწევია თავი, თითქოს ვარჯიშზე “ფიშკებს” შუა აგორებდნენ ბურთს.

რამდენი ასეთი სურათი გვინახავს ხავიესტას შესრულებით. რამდენი ფეხბურთელი ოცნებობს, მათსავით ბურთის გორება რომ შეეძლოს. რამდენ ფეხბუთელს შეშურებია (თეთრი შურითაც და შავითაც) მათი ურთიერთშეწყობისა. თითქოს ისინი ერთი ტვინით იმართებიან ტვინით, რომელიც გაჯღენთილია “ბარსელონას” სიყვარულით. საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” რომ ადამიანი იყოს, ჩავი-ინიესტა მარჯვენა და მარცხენა კიდურები იქნებოდნენ.

ორივეს, საგოლე გადაცემის გაკეთება ურჩევნია გოლის გატანას. მიუხედავად ამისა, მათ ძალიან მნიშვნელოვანი გოლები აქვთ გატანილი. მაგალითად, გამარჯვების გოლი “რეალთან”, საფინალო (ყველანაირი მნიშვნელობით) გოლი “ჩელსისთან” და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გამარჯვების გოლი. გარდა ამისა, ვის შეუძლია “კლასიკოში” ოთხი საგოლე გადაცემის გაკეთება, თუ არა ჩავი-ინიესტადან ერთ-ერთს?

ჩავიესტა, მსოფლიოში საუკეთესო ცენტრს ქმნიან ბოლოს როდის ნახეთ, “ბარსას” რომელიმე კლუბისთვის მოედნის ცენტრი დაეთმო? მითუმეტეს “ბარსელონა” ხომ მუდამ 4-3-3 -ით თამაშობს ხშირად ყოფილა, რომ ამ 2+1(2-ხავი და ინიესტა, 1 ჩამშლელი) ნახევარმცველს ერთბაშად ხუტი კოლეგა დაპირისპირებია, მაგრამ “ბარსა” მუდამ დომინირებდა ცენტრში.

სწორედ მათი დამსახურებაა “ბარსელონას” 70%-იანი ბურთის ფლობა, უამრავი სახიფათო მომენტი. ტოტალური ფეხბურთის მქადაგებელი “მფრინავი ჰოლანდიელი” – იოჰან კრუიფია, მაგრამ ვერავინ თამაშობს და განკარგავს მას ისე, როგორც ამას ჩავი-ინიესტა აკეთებენ.

მათი წყალობით მოიგო “ბარსელონამ” ერთბაშად 6 ტიტული. მათი წყალობით მოეწყო კამპ ნოუზე, საფეხბურთო სამყაროსთვის მანამდე უნაxavi ფiesta სადაც კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრები მადლობას უხდიდნენ ჩავის და მადლობას უხდიდნენ ინიესტას.

ალბათ, ახლა ნათელია თუ რა არის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების გამარჯვების ფორმულა. ეს ფორმულა “ბარსას” აღმოჩენილია – ჩავის+ინიესტა=გამარჯვებას…

მე ამ სტატიაში წარმოვადგინე ჩემი ხედვა. ნათქვამია, -გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ გემოვნებაზე დაობენ თუ დაობენ. თუ ვინმე არ მეთანხმებით, გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში. ეს სტატია კი ეძღვნება barcelonisimo-სა და lovebarca-ს…

სანდრო ბიწაძე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში