“იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა “ბარსელონას” მარჯვენა მცველის, დანი ალვესის ტურინულ კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს.
“შემიძლია დავადასტურო, რომ ალვესთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ კმაყოფილები ვართ”.
ამჟამად მხარეებს შესათანხმებელი რამდენიმე დეტალი დარჩათ. დანი ალვესის “იუვეში” ტრანსფერი, შესაძლოა, დღეს ოფიციალურად დადასტურდეს.


