სესკ ფაბრეგასმა ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა მოახლოებულ ”კლასიკოზე” და ამჟამინდელ ”ბარსელონაზე”.
– ნახეთ ”ბარსას” თამაში ათენში?
– დიახ, მე სახლში ვუყურე ამ თამაშს. მე ვნახე მათი მატჩი და როგორც ყოველთვის ეს იყო ნამდვილი მანქანა, რომლის ყველა დეტალი მოსაგებად ყველაფერს აკეთებს. მეორე გოლი ისეთ სისწრაფეში გავიდა, რომ ბერძნების დაცვამ ვერაფრის გაკეთება შეძლო.
– ვინ გაიმარჯვებს ”კლასიკოში”?
– როგორც ”culé”-ს მსურს, რომ ”ბარსამ” გაიმარჯვოს. როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს მსურს, რომ ვიხილო დიდებული მატჩი, რომელშიც კლუბი გააგრძელებს თავის აღმასვლას. ეხლანდელი ”მადრიდი” ბოლო წლებთან შედარებით საგრძნობლად გაძლიერდა. მე ეხლა მათ უფრო საშიშად ვთვლი, ვიდრე ბოლო წლებში.
– რატომ ჰყოფთ ”culé”-ს და პროფესიონალი ფეხბურთელის შეხედულებებს?
– იმიტომ, რომ მე შესანიშნავად ვიცი რა მოჰყვება ”კლასიკოს” და ერთად არ მსურს ყველაფრის თქმა. არავის არ უნდა გაუკვირდეს ჩემი განსაკუთრებული გრძნობა ”ბარსელონას” მიმართ, რადგან ამას მე არასდროს არ ვმალავდი. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ”culé”-ა თავიდან ბოლომდე და ისინი კლუბის სოსიოები არიან. ჩემმა ბაბუამ ”ნოუ კამზე” მიმიყვანა მაშინ, როცა წლინახევრის ვიყავი. მე გავიზარდე ”ლა მასიაში”. ჩემს ოჯახში ”ელ კლასიკოს” დღეს მნიშვნელოვან დღეთ აღიქვამენ… ამიტომაც ვამბობ, როგორც ”culé”-ს მსურს ”ბარსას” გამარჯვება, მაგრამ ჩემი სიტყვები შეიძლება არასწორად გაიგონ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე როგორც მადრიდში, ასევე ლონდონში.
– თქვენ ”კლასიკოში” მონაწილეობა თითქმის მიიღეთ, როცა ითამაშეთ ესპანეთი – პორტუგალიის მატჩში…
– დიახ, ეს საინტერესო მატჩი იყო, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ ”ბარსას” ბევრი ფეხბურთელი და ”რეალის” ფეხბურთელები. ”კლასიკოსთან” დაკავშირებით ამ მატჩის წინაც ბევრი ითქვა, თუმცა ესეთი მატჩები დიდად მნიშვნელოვანი არ არიან.
– მიუხედავად ამისა თქვენ პეპეს წინააღმდეგ საკმაოდ აქტიურად ითამაშეთ…
– ჩვენ ჩვენი საქმე გვქონდა. მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ მატჩის შემდეგ გააზვიადეს.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ მადრიდისტებთან, რომლებიც ინგლისში, პრემიერლიგაში მუშაობდნენ?
– ჟოზე მოურინიოსთან ცუდი. ”ჩელსი”, რომელსაც ის წვრთნიდა ძალიან ძლიერი იყო და ჩვენაც რაღაცით უნდა გვეპასუხა. ამის გამო კარგი ურთიერთობა არ მაქვს რიკარდო კარვალიოსთან. ეს იყო ის წლები, როცა ”ჩელსი” პრემიერლიგაში უკონკურენტო იყო, მაგრამ ”ჩემპიონთა ლიგის” მოგება მათ მაინც ვერ მოახერხეს.
– კრიშტიანო რონალდო?
– ეხლანდელი რონალდო უფრო გაწონასწორებული გახდა. ”მანჩესტერთან” მატჩებში ის ბევრ გოლს გვიტანდა. თუ დაუკვირვებლად ითამაშებ ის მოგკლავს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
– ჩაბი ალონსო?
– ჩაბი ალონსოსთან, ფერნანდო ტორესთან, ალვარო არბელოასთან და პეპე რეინასთან განსაკუთრებული დუელი მქონდა. ერთ-ერთ მატჩში ჩაბის გამო მოედანი ტრავმირებულმა დავტოვე, მაგრამ ეს ადრე იყო. ეს მნიშვნელოვანი არ არის.
– ლეო მესი?
– მან ბევრს მიაღწია ფიზიკურ განვითარებაში და აღარ ღებულობს ტრავმებს როგორც ადრე. ეხლა ის ხარივითაა და მოედანზე რასაც უნდა იმას აკეთებს. თამაშობს თავით, გააქვს გოლები, ერთობა და აძლევს ყველას საშუალებას (მოწინააღმდეგის გარდა) მოიპოვონ გამარჯვებები მასთან ერთად. ის საუკეთესოა.
– ჟერარდ პიკე?
– ოო, ის ფენომენია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ”ლა მასიიდან” მოყოლებული. დღეს თავის პოზიციაზე ის საუკეთესოა. ეს გასულმა მუნდიალმა დაამტკიცა.
– ის შესანიშნავი შემჩერებელია რონალდოს?
– რონალდოსთან ერთად ”მანჩესტერში” მან რამდენიმე სეზონი გაატარა, რაც მის შესწავლაში დაეხმარა. ამას გარდა პიკე ძალიან სწრაფია, მაგრამ რონალდო ის ადამიანი არაა, რომ ვინმეს დანებდეს.
– ჩავი თუ ინიესტა?
– ისინი ჩემთვის მეგობრები და თანაგუნდელები არიან როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ დელ ბოსკე ერთად მოედანზე იშვიათად გვიშვებს. გასულ მუნდიალზე 1/4 ფინალში და ფინალში დავამტკიცეთ, რომ ერთად შესანიშნავად ვთამაშობთ. მწვრთნელს სურს, რომ მე და ჩავიმ ცალ-ცალკე ვითამაშოთ. ჩავი და ინიესტა დღეს მსოფლიოს ორი საუკეთესო ნახევარმცველია.
– შესაძლებელია, რომ მომავალ წელს ”ბარსაში” მათთან ერთად ითამაშოთ?
– მოდით თავიდან ნუ დავიწყებთ. შემდეგი კითხვა.
– ვის გადასცემდით ”ოქროს ბურთს”?
– მე ზუსტად არ ვიცი რა მიღწევისთვის ანიჭებენ ამ პრიზს. თუ საუკეთესო ფეხბურთელს აძლევენ, მაშინ ისევ მესის მივცემდი. მე მჯერა, რომ იმ წელს, როცა ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ამ ჯილდოს ესპანელს მისცემენ.
– საბოლოოდ ჩავი თუ ინიესტა?
– უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ.
– არიან სხვა კონკურენტები?
– მათ მოწინააღმდეგედ მხოლოდ სნეიდერს ვხედავ ”ტრიპლეტის” მოგების და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის გამო.
– თქვენ კარლეს პუიოლი დაგავიწყდათ…
– კაპიტანი განუმეორებელია. სადღაც წავიკითხე, რომ ის კარიერას ისე დაასრულებს, რომ 500 მატჩზე მეტი ექნება ჩატარებული.
– როგორც აღწერდით მოურინიოს ”რეალს”?
– ის მე ”ჩელსის” მახსენებს. ის მუდმივათ პრესინგს მიმართავს. ისეთი ფებხურთელები, როგორიცაა რონალდო, იგუანი და ბენზემა ძალიან სახიფათონი არიან.
– რის ხარჯზე მოიგებს ”ბარსელონა”?
– სიტყვების თქმა ყოველთვის იოლია. მოწინააღმდეგეს ბურთის უნდა წაართვა და არ უნდა შეაქმნევინო ისეთი მომენტი, რომ ერთი პასით დაცვას გაგირღვევს. ესეთი მომენტი სისეს ჰქონდა ათენში. ეხლა ”ბარსა” ძალიან ძლიერია, მაგრამ ”მადრიდელებს” ძალაინ სურთს ”culé”-ების ჰეგემონიის დამხობა.



