workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპულელი” მეგობრები

“ლივერპულელი” მეგობრები

ხავიერ მასკერანო და ჩაბი ალონსო 2007/09 წლებში ერთად, “ლივერპულის” ღირსებას იცავდნენ. ორშაბათს კი ისინი ერთმანეთს, “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან…

ჩაბი ალონსომ “ენფილდზე” თამაში 2004 წლიდან დაიწყო. იგი “მერსისაიდელებს”, “რეალ სოსიედადის” დატოვების შემდეგ შეუერთდა. თავის პირველ სეზონში იგი გუნდს, “ჩემპიონთა ლიგის” თასის დალაშქვრაში დაეხმარა. ალბათ ყველას გვახსოვს ის საოცარი ფინალი “მილანთან”…

2007 წელს, “ლივერპულს” ხავიერ მასკერანო შეუერთდა, რომელსაც “უესტ–ჰემში” სათამაშო დრო არ ქონდა. ბენიტესმა კი მისი შემჩნევა შეძლო და არგენტინელი გუნდის ერთ–ერთ ლიდერადაც იქცა. 2007 წელს “ლივერპული”, “მილანს”, “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში კვლავ შეხვდა, მაგრამ ჩაბისგან განსხვავებით ხავიერის “სადებიუტო ფინალი” წარუმატებელი გამოდგა და იტალიელებმა რევანშის აღება მოახერხეს.

2008/09 წლების სეზონში, ჩაბისა და ხავიერის გუნდი მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. “ენფლიდზე” მათ მადრიდელები ძალიან “ასიამოვნეს” და შინ ნული ქულით გაუშვეს. ნული ქულის საწინდარი კი 4–0 იყო. ამ მატჩში მასკემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ალონსომ მხოლოდ 60 წუთი დაჰყო მოედანზე.

ეს ალონსოსთვის ბოლო სეზონი იყო. 2009 წელს იგი მადრიდის “რეალში” გადავიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ “ლა ლიგაში” სათამაშოდ მასკერანოც გადმოვიდა. ისინი ერთმანეთს ორშაბათს, “ნოუ კამპზე” შეხვდებიან. არგენტინელი კი აცხადებს: “მე მასთან ერთად 3 წელი გავატარე. ის დიდებული ფეხბურთელი და ადამიანია. ამასთან ერთად კი იგი ჩემი ძალიან კარგი მეგობარიცაა. “

მასკერანოს და ალონსოს ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩი უკვე ჩატარებული აქვთ, ოღონდ სანაკრებო დონეზე. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათთან ერთად “ლივერპულში”, მადრიდის “რეალის” მცველი, ალვარო არბელოა გამოდიოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward