გოდინი და კარასკო “ბარსელონასთან” მატჩისთვის მზად არიან

გოდინი და კარასკო “ბარსელონასთან” მატჩისთვის მზად არიან

როგორც ცნობილია, ტრავმის შემდეგ მადრიდელებს დიეგო გოდინი, იანიკ ფერეირა კარასკო და სტეფან სავიჩი დაუბრუნდნენ.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, “ატლეტიკოს” ზემოჩამოთვლილმა სამმა ფეხბურთელმა გუშინ უკვე ივარჯიშა და “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩისთვის მზად იქნება.

გოდინმა, კარასკომ და სავიჩმა ლა ლიგის გასული ტურის მატჩი, სადაც მათმა გუნდმა “ბეტისი” გაანადგურა, გამოტოვეს, თუმცა უკვე მომდევნო შეხვედრაში ისინი მოედანზე გასვლას შეძლებენ.

წყაროზე დაყრდნობით, მადრიდელთა რიგებიდან ხოსე მარია ხიმენესი, ტიაგუ მენდეში და ოლივერ ტორესი “ბლაუგრანასთან” პირველ მატჩს გამოტოვებენ. რაც შეეხება ხესუს გამესს, მისი თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ ვარჯიშში ლუსიანო ვიეტოს, დაზიანების გამო, მონაწილეობა არ მიუღია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია