ტაბარესი: “ჩვენს მეტოქეებს სუარესის მსგავსი ფეხბურთელი არ ჰყავთ”

ტაბარესი: “ჩვენს მეტოქეებს სუარესის მსგავსი ფეხბურთელი არ ჰყავთ”

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი ლუის სუარესს აქებს და აცხადებს, რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი არც ერთ გუნდს არ ჰყავს.

“სუარესს შესანიშნავი კარიერა აქვს. ბრაზილიასთან მან 3 მომენტი შექმნა და ერთხელ გაიტანა. ის არასდროს ნებდება. ის ბურთისთვის იბრძვის.

როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპი სუარესის გარეშე დავიწყეთ, გულშემატკივრებს ვუთხარი, რომ ლუისის დაბრუნების შემდეგ სრულად გავძლიერდებოდით. ჩვენს მეტოქეებს ასეთი გამოცდილებისა და თვისებების ფეხბურთელი არ ჰყავთ.

გუნდი სუარესი და 10 ფეხბურთელი არაა, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი