workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”კლასიკოს” მოგება ორგაზმის ტოლფასია”

ჩავი: ”კლასიკოს” მოგება ორგაზმის ტოლფასია”

2000-01 – ფიგუს დაბრუნება (2-0) > ფიგუს პირველი ”კლასიკო” ”კამ პოუზე” (მას შემდეგ, რაც ის წავიდა ”ბარსელონადან”). არასდროს მინახავს ასეთი შუღლი მოედანზე. იყო ძალიან დიდი ემოციები და მე კარგად მახსოვს, თუ რამხელა საქმე გააკეთა პუიოლმა ფიგუსთან მიმართებაში და ეს თამაში ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო.

2001-02 – ანგარიშის გათანაბრება ჩემი გოლის წყალობით (1-1). ”რეალი” ჩამოვიდა ზიდანით, ბექჰემით, რონალდოთი, ფიგუთი… და ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჩვენ შევძელით და თამაში დასრულდა ფრედ, თუმცა ჩვენ მოგებაც შეგვეძლო. ძალიან გამიმართლა და ანგარიშის გათანაბრება ჩემი გოლის წყალობით მოვახერხეთ.

2002-03 – ”გოჭის” დღე (0-0). ამ დღეს ჩვენ ვიმსახურებდით მოგებას. ეს მატჩი ყველას დაამახსოვრდა ფიგუს მისამართით ნასროლი გოჭის თავის გამო. ამბობენ, რომ ეს ცუდი თამაში იყო, მაგრამ მე ვთვლი, რომ ვფლობდით უპირატესობას და ვიმსახურებდით მოგებას.

2003-04 – ”ლოს ბლანკოსთა” უპირატესობა (1-2). ეს იყო რაიკაარდის მენეჯერობის პირველი წელი და იმ მატჩში ”რეალი” ჩვენზე ძლიერი იყო. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ამ თამაშზე, იმიტომ რომ ისინი ჩვენ გვჯობდნენ.

2004-05 – ”ციკლური” ცვლილება (3-0). ეს იყო ცვლილებების სეზონი. ეპოქის დასასრული. ბოლო “კლასიკო” ჩვენ მოგებული გვქონდა მატჩი ”ბერნაბეუზე”, ანგარიშით, 1-2. შემდეგ (”კამპ ნოუზე”) მოვიგეთ 3-0 და პირველი გოლის გატანისას ეტოო ”ფლობდა” რობერტო კარლოსს.

2005-06 – ტრავმირებული (1-1). მე ვერ ვითამაშე ტრავმის გამო და მახსოვს, რომ ძალიან ვწუხდი. ჩვენ შეგვეძლო მოგება. ჩვენ უპირატესობა მოვიპოვეთ იმ პენალტის წყალობით, რომელიც რობერტო კარლოსის მიერ ვან ბომელის წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო დაინიშნა. მეგონა, რომ თამაშს 2 ან 3 ბურთიანი უპირატესობით მოვიგებდით, მაგრამ რონალდომ მოახერხა გოლის გატანა ვიქტორის კარში. ”მადრიდს” ყოველთვის შეეძლო საოცრებების ჩვენება.

2006-07 – მესის გამოცხადება (3-3). მახსოვს, როდესაც მოედნიდან გააძევეს ოლეგერი და ჩვენ აღმოვჩნდით რიცხობრივ უმცირესობაში, მესიმ გააკეთა ეფექტური მოძრაობა და გაათანაბრა ანგარიში. ეს იყო მესის მატჩი.

2007-08 – ”კლასიკო”, რომელიც უნდა დავივიწყოთ (0-1). ეს იყო განადგურება. მახსოვს, რომ თამაში გაიმართა ”შობამდე”. ჩვენ საშინელი ”შობა” გვქონდა ამ ყველაფრის შემდეგ. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ იმ წელს ღონეგამოცლილები ვიყავით. ბოლოსკენ, ჩვენ ძალიან ადვილად დავნებდით და დავუთმეთ ლიგის თასი ”რეალ მადრიდს”.

2008-09 – (2-0). “მადრიდი” ჩანდა პატარა გუნდი, მჭირდოდ განლაგებული უკანა ხაზზე. მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი. მახსოვს, რომ მთელი თამაშის განმავლობაში წვიმდა და ჩვენ შთამბეჭდავები ვიყავით.

2009-10 – იბრაჰიმოვიჩის გოლი (1-0), საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ”რეალი” უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ, მიუხედავად ბუსკეტსის გაძევებისა, ჩვენ მადრიდელებს ვჯობდით არამარტო ”კამპ ნოუზე”, არამედ ”ბერნაბეუზეც”.

– საუკეთესო კლასიკო, რომელიც სახლში გითამაშიათ.

-თამაში, რომელიც მოვიგეთ, ანგარიშით, 3-0 (2004-05). ეს მატჩი საუკეთესო იყო, როგორც პიროვნული თვალსაზრისით, ასევე გუნდისთვისაც. მახსოვს, ჩვენ ვეუბნებოდით საკუთარ თავს: ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ თამაში ვაკონტროლოთ, მთლიანი თამაში. ფიზიკურად ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით, და ეს იყო შესანიშნავი მატჩი ჩვენთვის.

– ყველაზე ცუდად გასახსენებელი კლასიკო, რომელიც სახლში გითამაშიათ.

– 2003-04, ჩვენ ვგრძნობდით, რომ სუსტები ვიყავით. ისინი ჩამოვიდნენ ზიდანით, ბექჰემით, რობერტო კარლოსით…. ისინი აშკარად გვჯობდნენ და ამის გამო ჩვენ უძლურები ვიყავით.

– რომ გქონდეთ საქმიანი სადილი, ვისთან ერთად წახვიდოდით, მოურინიოსთან თუ რონალდუსთან?

-თუ საუბარი იქნებოდა ფეხბურთზე, რა თქმა უნდა მოურინიოს ავირჩევდი. მას უდიდესი გამოცდილება აქვს.

-ფეხბურთელი, რომლის შესაჩერებლადაც ბრძოლა დაგჭირდათ

-ზიდანი. ის იყო შთამბეჭდავი. ის დაგანახებდა ბურთს და იფიქრებდი, რომ შეძლებდი მისთვის მის მოპარვას, მაგრამ ის უცებ ბურთს მეორე ფეხზე გადაიტანდა. ის იყო 90-იანი წლებისა და 2000-ის დასაწყისის საუკეთესო ფეხბურთელი.

-ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად გიშლიდათ გეგმებს.

– მაკელელე. ის ძალიან ელასტიურია. ისევე, როგორც რედონდო.

-გოლი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

– გოლი ”ბერნაბეუზე” (2004-05), და იცით რას ნიშნავდა ეს? გოლი ბოლო წუთზე და ეს იყო დარტყმა, რომელმაც დაასრულა ეპოქა.

-საუკეთესო რჩევა ”კლასიკოს” წინ.

– ეს იყო გვარდიოლას რჩევა: ”ისიამოვნეთ თამაშით, მაგრამ არ გადაუხვიოთ ჩვენს ფილოსოფიას”.

– კონკურენტების კომენტარები

-მე ვიყავი 18 წლის და ჩვენ გავემგზავრეთ ”ბერნაბეუზე”. რაული მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა: ”ჰეი, დაწყნარდი”. გავოცდი. მან მე დამაშინა. ჩვენც ასე ვეუბნებოდით ახალგაზრდა ”მადრიდელებს”.

– მატჩი, რომლის დავიწყებაც გინდათ.

– 4-1 ”ბერნაბეუზე”. არამარტო ანგარიშის გამო, არამედ, იმიტომ, რომ ვგრძნობდით ჩვენს სისუსტეს. ალბათ იმავეს გრძნობდნენ ისინიც, როდესაც 2-6 წააგეს ”ბერნაბეუზე”. (2009)

-”კლასიკო”, რომელიც, თქვენი აზრით ყველაზე სანახაობრივი იყო.

– ორი 5-0. ერთი, რომელიც ”ოცნების გუნდმა” გამართა (1994), და შემდეგ საპასუხო 5-0, როდესაც ლაუდრუპი თამაშობდა აქ. როგორც გულშემატკივარმა, ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ ძალიან სანახაობრივი თამაში იყო.

– რას შეადარებდით ”კლასიკოს”…

– ”კლასიკოს” მოგება ორგაზმის ტოლფასია (იცინის). ეს იგივეა კაზინოში ითამაშო შენი (სიმწრით ნაშოვი) ფულით. როცა იგებ, შენი გული იწყებს ჩქარა ფეთქვას. როცა აგებ…

-შენი ნება რომ იყოს, ვის გადმოიყვანდი ”მადრიდიდან”?

– ჩემს ორ მეგობარს, იკერს და ალონსოს. მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდში ფეხბურთელთა რაოდენობა გამეზარდა. ვერცერთი მათგანი ვერ იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვართ.

– ”რეალის” ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე დიდ აღტაცებას იწვევს თქვენში.

– რაული, ჯერჯერობით. ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს მასთან. და ასევე იერო, რომელსაც კაპიტნად ავირჩევდი. ის არის შესანიშნავი, მიუხედავად იმისა, რომ მისი იმიჯი რეალობას არ შეესაბამება. აქ ის ძალიან ეზიზღებოდათ.

– ყველაზე ცუდი მსაჯი…

-პერეზ ბურული, რომელმაც განსაჯა მატჩი 2008 წელს, სადაც ჩვენ დავმარცხდით, ანგარიშით, 4-1. მან დანიშნა უსამართლო პენალტი პუიოლის მიერ თამაშის დარღვევის გამო. ასევე ლოსანტო ომარი, რომელმაც არ ჩათვალა რივალდოს გოლი, მაგრამ ეს უფრო გვერდითა მსაჯის შეცდომა იყო. უნდიანოსთან (რომელმაც უნდა განსაჯოს ორშაბათის მატჩი), ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვაქვს.

– 2-6-თან დაკავშირებით. რა მოგცათ ამ მატჩმა?–

– უპირატესობის გრძნობა. ისინი (”რეალის” ფეხბურთელები) ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და მათი სახეებიდან ყველაფერი ჩანდა. მეორეს მხრივ, ჩვენ ვგრძნობდით, რომ ნებისმიერი მოძრაობის შემდეგ კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში