როგორც იცით, “ბარსელონა” მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკვირდება ახალგაზრდა ფეხბურთელებს. გარეტ ბეილი-“ტოტენჰემი”, გაელ კლიში-“არსენალი”, ფაბიო კოენტრაუ-“ბემფიკა”. ახლახანს ამ სიას დაემატა “ფენერბახჩეს” მცველი ანდრე სანტოსი.
ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, შეიძლება ჩაითვალოს “ბარსელონას” საუკეთესო ვარიანტად. მას აქვს კარგი ფიზიკური მონაცემები, არის ძალიან ეფექტური ფეხბურთელი. მისი სათამაშო ადგილი მარცხენა მცველის პოზიციაა, რომელზედაც დღეს ერიკ აბიდალი თამაშობს და შეიძლება ის ჩაითვალოს ფრანგი ფეხბურთელის შემცვლელად. ანდრეს ასევე შეუძლია, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზეც ასპარეზი, ხოლო კატალონიელებმა თუ ვერ შესძლეს დანი ალვესისათვის კონტრაქტის გახანგრძლივება, მაშინ შესაძლოა სანტოსი ალვეშის მაგივრადაც მოგვევლინოს.
“ბარსელონას” გარდა, 27 წლის ანდრე სანტოსით დაინტერესდა ისეთი კლუბი, როგორიცაა ესპანური “ვილიარეალი”, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელობას ეკონტაქტება.



