დღეს “ბარსამ” თავისი ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 36–ე წუთზე გუნდს უკვე 5 გოლი ქონდა გატანილი, მეტოქეს კი არცერთი. ამ ხუთი გოლიდან 2 ლეო მესიმ, თითო–თითო ინიესტამ და პედრომ, ხოლო ერთიც აქაისიეტემ(ს.კ) გაიტანეს, მაგრამ კატალონიელები ამაზე გაჩერებას არ აპირდებნენ…
ალბათ წარმოუდგენელია ამაზე უკეთესი ფორმით შეხვდე “ელ კლასიკოს”. გუნდმა პირველივე ტაიმშივე დაუსვა წერტილი შეხვედრას. “ბარსა” მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, ფებურთელები კი ცდას არ აკლდებდნენ და გოლებს იტანდნენ. ამ გოლებთან ერთად კი ისინი თავის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსაც ამჟღავნებდნენ, რაც მაყურებელზე ყოველთვის ძალიან კარგად მოქმედებს. დღევანდელ მატჩში “ბარსამ” 8 უპასუხო გოლის გატანა შეძლო, რომლიდანაც 3 გოლი ლეო მესის ანგარიშზეა. ეს მატჩი სეზონის სტარტიდან უკვე მეექვსე გასვლითი შეხვედრაა, სადაც გუნდი გამარჯვების მოპოვებას ახერხებს.
დაიწყო მატჩი და დაიწყო ანდალუსიელთა შეტევაც, მაგრამ რამდენიმე წამში “ბარსას” მცველებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. შეტევის შეწყვეტასთან ერთად “ალმერიამ” ბურთიც დაკარგა, ბურთი, რომელიც “ბარსას” ფეხბურთელებმა “დაუმალეს”. პირველ ათ წუთში გოლის გატანა ლეო მესისა და დავიდ ვილიას შეეძლოთ, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ ანგარიში მალევე, მე–16 წუთზე გაიხსნა, როდესაც მესიმ და ვილიამ ბურთი ოსტატურად გაითამაშეს. გოლი ლეოს ანგარიშზეა…
“ალმერიას” ფეხბურთელებს იმედი არ დაუკარგავთ და მატჩის გათანაბრებაზეც კი ფიქრობდნენ, მაგრამ უცებ გამოჩნდა ანდრეს ინიესტა და ანდალუსიელებს ყველა ოცნება დაემსხვრათ. ოცნებების დამსხვრევა არგენტინელი თავდამსხმელის გატანილი გოლიდან 2 წუთში მოხდა, როდესაც ანდრეს ინიესტა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, ბურთი თავის თანაგუნდელს გადააწოდა, მაგრამ “ალმერიას” ერთ–ერთმა მცველმა კატალონიელებს დაასწრო და თავად შეეხო ბურთს, რის შედეგადაც იგი ანდრესს დაუბრუნდა. აი აქ კი ყველაფერი გადაწყდა. ანგარიში 2–მდე გაიზარდა. ასე, რომ ანდალუსიელებს კარგი საგოლე პასი გამოუვიდათ, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილებულან და 26–ე წუთზე გუნდის კაპიტანმა გოლიც გაიტანა. ახლა კი “ალმერიასთვის” ალბათ ყველაფერი დასრულებულად შეიძლბოდა ჩათვლილიყო და მართლაც, ჩვენ არ შევმცვდარვართ! ყველაფერი დასრულდა…
შეიძლება “ალმერიასთვის” ყველაფერი დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა “ბარსასთვის”. კატალონიელები მშვიდად, წყანარად და აუღელვებლად აგორავებდნენ ბურთს, როდესაც “ბარსა ბ”–ს მცველმა, ანდრეუ ფონტასმა “ბარსას” საჯარიმოს სიახლოვედან ბურთი პედროსკენ გადაგზავნა. პედროს კი დიეგო ალვეშის კარის დალაშქვრა არ გაჭირვებია. ალბათ პირველ ტაიმში გოლს არავინ აღარ ელოდა, მაგრამ მესიმ ვეღარ მოითმინა და “ლა ლიგას” თავისი მეასე გოლიც გაიტანა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში მეოთხე გოლის ავტორი, პედრო ჩაერთო, რომელმაც ბურთი ლეო მესისკენ გაგზავნა. არგენტინელი ფორვარდი კი თავის მხრივ გოლის გატანას შეეცადა და ბურთი ბრაზილიელი მეკარის, დიგო ალვეშის კარისკენ ერთი შეხებით გადაგზავნა, მაგრამ მეკარემ მას აჯობა. აჯობა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, ლეომ დამატებაზე ყველას დაასწრო და სხვაობა 5–მდე გაზარდა.
თქვენ წარმოიდგინეთ და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, სამაგიეროდ წინ მთელი 45 წუთი იყო… შესვენებიდან “ბარსა” გუნდის 2 ლიდერის, ჩავისა და ინიესტას გარეშე დაბრუნდა, რომლებიც შესაბამისად ტიაგომ და კეიტამ შეცვალეს. 56–ე წუთზე ასევე დასვენებული იქნა პედრო როდრიგესი, რომლის ნაცვლადაც მოედანზე ბოიან კრკიჩი შემოვიდა. ამ უკანასკნელმა კი მოედანზე შემოსვლიდან 6 წუთში გოლის გატანა შეძლო. ბოიანის გოლს 5 წუთში ლეო მესის გოლი მოყვა, რითაც არგენტინელმა ჰეთ–თრიკის გაიფორმა. ეს მისი მეშვიდე ჰეთ–თრიკია. ლეოს გატანილი გოლიდან ასევე 5 წუთში დუბლის შესრულება შეძლო ბოიანმა. ბოიანის გატანილი გოლის შემდეგ კი “ალმერიას” საბედნიეროდ გოლი არ გასულა.
ასე, რომ გუნდი “ელ კლასიკოს” ძალიან კარგ განწყობაზე ხვდება. კაცმა არ იცის, იქნებ მადრიდელებსაც იგივე ბედი ეწიოთ…
[media=http://www.youtube.com/watch?v=TQAdgOn5s2c]