workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იარმოლენკო: “ბარსელონაში” გადასვლას “ევერტონი” მირჩევნია”

იარმოლენკო: “ბარსელონაში” გადასვლას “ევერტონი” მირჩევნია”

უკრაინელ ფეხბურთელს სჯერა, რომ მას “ნოუ კამპზე” გადასვლა და მესისთან უამრავი “სელფის” გადაღება შეეძლო, თუმცა ის უფრო მეტ სათამაშო დროს ამჯობინებს.

კიევის “დინამოს” 26 წლის შემტევის განცხადებით, კარიერის გასაგრძელებლად ის “ევერტონში” უფრო დიდი სიამოვნებით გადავიდოდა, ვიდრე “ბარსელონაში”.

მოგეხსენებათ, უცხოური მედია ანდრეი იარმოლენკოს სახელს “ბლაუგრანას” საკმაოდ ხშირად უკავშირებდა. ფეხბურთელის განმარტებით, მას კატალონიის დედაქალაქში გადაბარგება და ბევრი თამაშის გარეშე გავარსკვლავება შეეძლო, თუმცა ეს მის პიროვნებას არ ახასიათებს.

“ევერტონი”, – ასეთი პასუხი გასცა იარმოლენკომ კითხვაზე, თუ რომელ კლუბში ითამაშებდა.

“რა თქმა უნდა, შეგიძლია გადახვიდე “ბარსელონაში”, გადაიღო მრავალი “სელფი” მესისთან, განათავსო ფოტოები “ინსტაგრამზე”, მიიღო მილიონობით მოწონება და საკუთარი თავით იამაყო. მე ასეთ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები”.

“ხშირი თამაში ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. კვირაში ორჯერ რომ არ ვითამაშო, არ ვიცი, ენერგია და ემოცია რაში უნდა დავხარჯო. ჩემი ოჯახი გაგიჟდება”.

“როდესაც ვთამაშობ, მეორე დღეს მშვიდად ვარ და ვიღიმი. თუ მატჩს გამოვტოვებ, მაშინვე კამათს ვიწყებ”, – დაასრულა უკრაინელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward