მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარაგერი: “სუარესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

კარაგერი: “სუარესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ურუგვაელი თავდამსხმელი ჯეიმი კარაგერთან ერთად “ლივერპულის” ღირსებას 2011-2013 წლებში იცავდა.

მერსესაიდული კლუბის ყოფილი ვიცე-კაპიტანი მიიჩნევს, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ სუარესი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

“ლუისი ყოველთვის ფანტასტიკური მოთამაშე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც “ბლაუგრანას” ღირსებას იცავს, ის სულ სხვა დონეზე გადავიდა და ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა”, – აცხადებს ჯეიმი კარაგერი.

“რამდენი ექნება გატანილი მიმდინარე სეზონის ბოლოს? დაახლოებით 50”.

“ბარსელონას” სამი სუპერ-მოთამაშე ჰყავს. ისინი ეგოისტურად არ თამაშობენ და მუდამ ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ. ამის წყალობით, მათ “ვალენსიას” კარი შვიდჯერ აიღეს. უფრო მეტ ეგოიზმსა და დაუნდობლობას რომ იჩენდნენ, ალბათ ათს ან თორმეტს გაიტანდნენ…”, – დაასრულა კარაგერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში