workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2 გოლი და 2 წითელი ბარათი

2 გოლი და 2 წითელი ბარათი

გუშინ, “ბარსა ბ”–მ, “სეუნგდა დივიზიონის” საშინაო მატჩი, “უელვას” წინააღმდეგ გამართა, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო. “მინი ესტადიზე” მოპოვებული ერთი ქულით, გუნდმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “სელტას”, “ვალიადოლიდსა” და “სალამანკას” თავისი მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

მატჩის 24–ე წუთზე კატალონიელების სასარგებლოდ, მატჩის არბიტრმა, პინიერო კრესპომ პენალი დანიშნა, რომელიც ზუსტად ჯონათან სორიანომ შეასრულა. ანგარიშის გათანაბრება “უელვამ” მატჩის 84–ე წუთამდე ვერ შეძლო, მაგრამ მაქამდე წითელი ბარათის მიღება “ბარსას” ფეხბურთელმა, არმანდომ მოახერხა. როგორც უკვე გაცნობეთ, ანგარიში 84–ე წუთზე გათანაბრდა, როდესაც გოლის გატანა ნიგესმა შეძლო. ამ გოლიდან 3 წუთში კი გოლის ავტორმა მორე ყვითლის გამო მოედანი დატოვა. აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსა ბ” წინა მატში “გრანდასთან”, ანგარიშით, 4–1 დამარცხდა.

შემადგენლობები

“ბარსა ბ”: მინიო, მონტოია, ბარტრა, არმანდო, მუნიესა (74′ პლანასი), რომეუ, კარმონა, სერხი რობერტო, ვასკესი, (69′ დოს სანტოსი), ნოლიტო, სორიანო, (79′ როჩინა).

“უელვა”: ფაბრიციო, რაულ კამერა, კაბრერა (82′ კეპა), ლამასი, აიტორი, მატამალა, ხესუს ვასკესი, რაფიტა (64′ ვილარი), აარონი, დანი (70′ ემილიო სანჩესი), აკუნა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში