workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალს ფეხის ტრავმა აქვს

აბიდალს ფეხის ტრავმა აქვს

”ბარსელონას” მცველი ერიკ აბიდალი ”ალმერიასთან” მატჩში მონაწილობას ვერ მიიღებს. მას აქვს ფეხის ტრავმა, რომლის მკურნალობასაც 4-5 დღე დასჭირდება.

მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ახსნა მოტივები, თუ რატომ არ შეიყვანა ერიკ აბიდალი ”ალმერიასთან” გასამართი მატჩის განაცხადში.

”ექიმების განცხადებით ერიკ აბიდალმა მიიღო მარჯვენა ბარძაყის ტრავმა ”უემბლის” სტადიონზე, ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაური მატჩის დროს. ეს დაზიანება მას საშუალებას არ მისცემს, რომ ”ალმერიასთან” მატჩში მიიღოს მონაწილეობა. სავარაუდოდ, ”პანათინაიკოსთან” გასამართი მატჩისთვის ერიკი მზად იქნება. ვნახოთ, როგორ წავა აღდგენითი პროცესი” – განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში