workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა კონცენტრირებულია ალმერიასთან თამაშზე

ინიესტა კონცენტრირებულია ალმერიასთან თამაშზე

ანდერს ინიესტა მიიჩნევს, რომ ”რეალის” თამაშის თავიდან ამოგდება მათი ”ვალდებულებაა”. ”ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ კონკრეტულად ”ალმერიასთან” თამაშზე”- განაცხადა ანდრეს ინიესტამ გუშინ დილით მიცემულ ინტერვიუში.
ნახევარმცველი კატეგორიულად აცხადებს, რომ ”სამი ქულა ალმერიასთან ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ”მადრიდის რეალის” დამარცხება. მე არ ვთვლი, რომ ჩვენთვის ამ ეტაპზე ”მადრიდთან” თამაშის თავიდან ამოგდება რთულია. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ ეტაპზე ”ალმერიასთან” გასამართ მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.”

ოპტიმისტური:
ინიესტა ასევე ოპტიმისტურად საუბროს გუნდის დღევანდელ ფორმაზე: ”არამგონია, რომ ვინმემ ოდესმე მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების 100%-ს, უბრალოდ ყოველთვის უნდა ეცადო, რომ შედეგი გააუმჯობესო. ამ მომენტისათვის ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ასევე უნდა გავაგრძელოთ, მანამ სანამ უფრო უკეთესები არ გავხდებით.”
ინიესტამ ასევე განაცხადა, რომ მას არ აქვს წარმოდგენა მისი ახალგაზრდა კოლეგის ხერარდ პიკეს მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ ხერარდ პიკემ მცირე ტრავმა მიიღო ნაკრების მაისურით თამაშისას. ”მე ნამდვილად არ ვიცი ეს იყო ტრავმა თუ უბრალო რამ. მე ვიმედოვნებ, რომ ეს მცირე ტრავმაა და პიკე კარგად იქნება შაბათის მატჩისთვის.”

”კარგი კენჭისყრა”
ბოლო კენჭისყრამ გუნდს კიდევ ერთი მიზანი დაუსახა და ინიესტა აცხადებს: ”ბილბაო ყოველთვის რთული მეტოქეა და ასევე რთულია სტუმრად თამაში, მაგრამ ვნახოთ რა როგორ იქნება. ისინი ყოველთვის სახიფათონი არიან თასზე.”

”აფელეი”
ინიესტას ასევე შეკითხვა დაუსვეს ”ბარსას” ზამთრის მოსალოდნელ ტრანსფერზე, რომელზეც მან გულწრფელად უპასუხა: ”მე მინახავს ის, და თუ ის გადმოვა, ეს მოხდება იმიტომ, რომ გუნს ის ჭირდება. ტექნიკური პერსონალი მას გუნდის კარგ მოთამაშედ მიიჩნევს. მას შეუძლია მაღალი ხარისხით თამაში და ის ახალგაზრდაა, ასე, რომ ”ბარსა” კარგი ადგილია აფელეისთვის, რომ გაიზარდოს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში