workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის საუკეთესო მეგობარი

მესის საუკეთესო მეგობარი

ყოველი დღის შემდეგ პედრო უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ხდება. ესპანელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში გუნდში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა. 6 საგოლე გადაცემიდან 5-ის ადრესატი ლეო მესი აღმოჩნდა.

5 გადაცემა მესის
პედრო ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ის კარგად კითხულობს თამაშს, რამაც მას შანსი მისცა გაეკეთებინა 5 საგოლე გადაცემა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელისთვის, ლეო მესისთვის. ყველაფერი დაიწყო ”პანათინაიკოსთან” გამართულ მატჩში, რომელშიც ამ ორმა ფეხბურთელმა შესანიშნავი კედელი გაითამაშეს. შემდეგ მატჩში პედრომ ჩავის ფუნქცია შეასრულა და ლეოს შესანიშნავი პასი გაუკეთა, მესიმ ეს გადაცემა გოლად აქცია.

პედრომ საგოლე გადაცემები მესის ”მალიორკასთან” (1) და ”ვილიარეალთან” (2) მატჩშიც გაუკეთა. ერთადერთი საგოლე გადაცემა, რომელიც მესის მისამართით არ გაკეთდა იყო მიმართული სერხიო ბუსკეტსისთვის, რომელმაც ბილბაოს ”ატლეტიკს” გაუტანა გოლი.

თამაშობს 18 მატჩია ზედიზედ
შეუმჩნეველი, მაგრამ ეფექტური თამაში პედროსი არ გამორჩა ხოსეპ გვარდიოლას, რომელიც მუდმივად ნდობს ძირითად შემადგელობაში ადგილს ახალგაზრდა ესპანელს. ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ”ბარსას” ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 18-ჯერ ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში