workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ არის იბრაჰიმ აფელაი?

ვინ არის იბრაჰიმ აფელაი?

სახელი: იბრაჰიმ აფელაი
დაბადების თარიღი: 1986 წლის 2 აპრილი
დაბადების ადგილი: უტრეხტი (ჰოლანდია)
სიმაღლე: 1,80 მეტრი
წონა: 68 კილოგრამი

იბრაჰიმ აფელაი ამ ქვეყანას უტრეხტში, 1986 წლის 2 აპრილს მოევლინა. იბრაჰიმი წარმოშობით მაროკოდანაა. მან კარიერა “USV Elinwijk”–ში დაიწყო. 1996 წელს კი იგი უკვე “პსვ”–ს აკადემიაში ირიხცებოდა. ამ ბოლო წლებში იგი “პსვ”–ს ლიდერად ჩამოყალიბდა და თავისი შესაძლებლობების თვითმხილვევი მთელი მსოფლიო გახადა. ჰოლანდიელმა თავისი შესაძლებლობებით ყველა მოხიბლა. იგი სისწრაფით და შორი მანძილიდან დარტყმებით გამოირჩევა. მაუყურებელს არაერთხელ უნახავს მის მიერ გაკეთებული საოცარი გამჭოლი პასი, თუ სვადასხვა “ფინტები”, რომელიც გულშემატკივარს ასე ძალიან უყვარს.

მიუხედავად იმისა, რომ აფელაი მხოლოდ 24 წლისაა, მან უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა. მას “პსვ”–ს შემადგენლობაში დებიუტი 17 წლის ასაკში ქონდა, რის შემდეგაც გუნდმა “ჰოლანდიის თასში” მედლების მოპოვება 2–ჯერ შეძლო. მათ ასევე შეძლეს და ქვეყნის ლიგა 4–ჯერ მოიგეს. ამ პერიოდში “პსვ”–ს ხილვა ჩვენ ევროტურნირებზეც შეგვეძლო.

აფელაის, რომელსაც “პსვ”–სთან კონტრაქტი 2011 წლის ივნისში ეწურება, ასევე ნათამაშები აქვს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში. მან თავისი კვალი “ევრო 2008″–სა და 2010 წლის “მსოფლიო ჩემპიონატზეც” დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში