პეპ გვარდიოლა დღეს ზედამხედველობდა ვარჯიშს, რომელსაც არ ესწრებოდა პირველი გუნდის ფეხბურთელების უმეტესობა, ვინაიდან 13 მათგანი გამოძახებულნი არიან ეროვნულ ნაკრებებში საკვალიფიკაციო და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად.
ჯეფრენმა ივარჯიშა
დამსახურებული დასვენების შემდეგ ხოსე მანუელ პინტო, მაქსველი, ბოიან კრკიჩი, კეიტა და ჯეფრენი დღეს ვარჯიშს ესწრებოდნენ. Copa del Rey-ს ფარგლებში სეუტასთან გამართულ მატჩში მიღებული მხრის ტრამვის მიუხედავად, დღეს ჯეფრენმა ვარჯიში შეძლო. ვარჯიშს ასევე ესწრებოდნენ ოიერ ოლაზაბალი, კარლეს პლანასი, ანდრეუ ფონტასი, ტიაგო ალკანტარა, სანჩესი და მარტინესი.
ხოან გამპერზე ასევე იყო გაბი მილიტო, რომელმაც ახლახას მიიღო ფეხის ტრავმა.
იაპონელთა ვიზიტი
იაპონელი სტუდენტების ჯგუფი, რომლებიც ირიცხებიან იაპონიის ნიჰონ კოუგაკუინის სკოლის რიგებში, ხოლო ეს უკანასკნელი კავშირშია J-League-სთან, თვალს ადევნებდნენ ვარჯიშს. ახალგაზრდა იაპონელები გაჩერდებიან CAR-ში, და მათ დიდი სურვილი ჰქონდათ ბლაუგრანას ვარჯიშისთვის ახლოდან ედევნებიათ თვალი. იაპონელთა გუნდს ხელმძღვანელობდნენ კარლეს რეხაჩი და ტონო დე ლა კრუზი, რომლებიც 1990 წლებში წვრთნიდნენ იოკოჰამას.

მცირე შემადგენლობით ვარჯიში
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


