წლვეანდელ სეზონში, მეტოქის კარის დალაშქვრა “ბარსას” 14–მა ფეხბურთელმა მოახერხა. შარშანდელ სეზონში ამ დროისთვის გუნდის მხოლოდ და მხოლოდ 9 ფეხბურთელს ქონდა გოლი გატანილი, ხოლო 2 წლის წინ თერთმეტს…
წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გატანა ლეო მესიმ შეძლო. გუნდის მიერ გატანილი 43 გოლიდან 19 სწორედ, რომ არგენტინელის ანგარიშზეა, მაგრამ დანარჩენი გოლების გატანა მისმა 13–მა თანაგუნდელმა შეძლო.
მცველებიდან გოლის გატანა პუიოლმა, პიკემ, მილიტომ, მაქსველმა და ალვეშმა შეძლეს. ალვეშის ანგარიშზე უკვე 2 გოლია, ხოლო დანარჩენებმა თითო–თითოჯერ მოახერხეს მტოქის კარის დალაშქვრა. ალბათ შენიშნავდით, რომ ჩამონათვალს ფრანგი ერიკ აბიდალი აკლია, რომელიც როგორც ყოველთვის, გოლის გატანას ვერ ახერხებს.
ორი სეზონის წინ, ამ დროისთვის ჩავი ერნანდესს 6 გოლი ქონდა დაგროვებული, ხოლო შარშან სეიდუ კეიტას – 5, წელს კი ისინი თითო–თითო გოლს დაჯერდნენ. მათ გარდა ნახევარმცველებიდან გოლი ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტსს აქვთ გატანილი. “ბარსას” ახალწვეულ მაშერანოს კი მეტოქის კარის ბადე ჯერ არ შეურხევია.
თუ მცველებმა 5 გოლის, ხოლო ნახევარმცველებმა 4 გოლის გატანა შეძლეს, თავდამსხმელებმა მეტოქის კარის დალაშქვრა 32–ჯერ მოახერხეს. აქედან 8 დავიდ ვილიას, 3 – პედრო როდრიგესის, თითო–თითო ბოიანისა და ნოლიტოს, ხოლო დანარჩენი ლეო მესის ანგარიშზეა. თავდამსხმელებიდან გოლის გატანა მხოლოდ და მხოლოდ ხეფრენ სუარესმა ვერ მოახერხა, რომელიც წელს გაუთავებელმა ტრავმებმა შეაუწხეს.
ალვეში – 2
პიკე – 1
მილიტო – 1
მაქსველი – 1
პუიოლი – 1
ჩავი – 1
ინიესტა – 2
კეიტა – 1
სერხიო – 1
ბოიანი – 1
პედრო – 3
ვილია – 8
მესი – 19
ნოლიტო – 1



