გუშინ “ვილიარეალთან” მატჩი კარლეს პუიოლისათვის მე–500 მატჩი იყო “ბლაუგრანას” პირველი გუნდის მაისურით. იგი მესამე ადგილზე იმყოფება ყველაზე მეტ ჩატარებულ მატჩებს შორის. მას მხოლოდ მიგელი (549) და ჩავი (541) უსწრებენ. აღსანიშნავია, რომ ჩავი ამჟამად პირველი გუნდის უცვლელი წევრია, სულ მალე უნდა ველოდოთ, რომ რეკორდსმენი სწორედ ჩავი გახდება.
რაც შეეხება პუიოლს მას წელს ლა ლიგაში 8 მატჩი აქვს ნათამაშები, 652 წუთი, ამ დროში მან ერთი უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა მოახერხა და ასევე ორი ყვითლი ბარათის მიღება.

