workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ვილიარეალი” (მატჩის ანალიზი)

“ბარსელონა” – “ვილიარეალი” (მატჩის ანალიზი)

გუშინ გაიმართა მატჩი “კამპ– ნოუზე” “ბარსელონასა” და “ვილიარეალს” შორის, მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა, გოლები ვილიამ, ნილმარმა და მესიმ (2) გაიტანეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, ბოლო წუთამდე მიმდინარეობდა ბრძოლა, მაგრამ მესის მეორე ხოლო გუნდისათვის მესამე გოლმა თითქმის ყველაფერს დაუსვა წერტილი. ამჟამად ბარსელონა ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ მანამდე სანამ “რეალი” არ ითამაშებს, დიდი შანსია დღეს ლიდერობა კვლავ მადრიდულმა კლუბმა დაიბრუნოს.

რაც შეეხება მატჩს, მატჩი საკმოად ბრძოლისუნარიანი და ხისტი გამოდგა, აქედან გამომდინარეა 41 ჯარიმა და 5 ბარათი. ბარსელონა ძალიან ხშირად არღვევდა თამაშის წესს, მიზეზი ამის კი გახლდათ ის, რომ კატალონიური კლუბი ხშირად პრესინგს მიმართავდა და არღვევდა თამაშის წესს. აღსანიშნავია მსაჯების უღიმღამო მოქმედება მატჩში (საუბარია გვერდითა მსაჯებზე) ჯერ ერთი და არ ჩათვალეს 100% იანი გოლი “ვილიარეალის” კარში და შემდეგ 83–ე წუთზე საეჭვო ვითარებაში გავიდა ლეო მესის მეორე გოლი.

რაც შეეხება გო0ლებს, როგორც ყველა ვარაუდობდა თამაში უხვგოლიანი აღმოჩნდა, მაყურებლებმა 4 გოლი იხილეს, 3 – ჯერ მათ “გაეხარდათ” ხოლო ერთხელ დამწუხრდნენ. რაც შეეხება კარში დარტყმებს, იგი ძალიან უხვად იყო მატჩში 24 ორივე გუნდის ჩათვლით. გთავაზობთ დარტყმების არეალს:

ცისფერი ბურთები: “ვილიარეალი”

ყვითელი ბურთები: “ბარსელონა”

გამუქებული ადგილები, საიდანაც გავიდა გოლი

რაც შეეხება მეკარეებს, მათ მართლაც, რომ კარგი მატჩი ჩაატარეს, დიეგო ლოპესმა რამდენიმე ძალიან კარგი ბურთი აიღო(მესის თაური), ასევე საიმედო იყო გამოსვლაზე,  ასევე ვალდესი, ისიც საკმაოდ საიმედო იყო გუშინდელ შეხვედრაში.

რაც შეეხება გუნდების წყობას მატჩში. “ვილიარეალმა” მატჩი 4–4–2 ის წყობით დაიწყო და ამავე ტაქტიკით დაასრულა. ხოლო “ბარსელონასთან” შემთხვევაში ეს სულ სხვაგვარად იყო. ფორმალურად წყობა 4–3–3 უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს წყობა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. გთავაზობთ სურათს:

ამ სურათის მეშვეობით ნათლად ჩანს, რომ “ბარსელონა მოედანზე 3 მცველით თამაშობდა (მათ შორის ბუსკეტსი) კონტრშეტევის დროს, ორი შუა მცველი ფლანგებს ავსებდნენ ხოლო სერხიო შუა მცველის პოზიციას იკავებდა. რაც შეეხება ნახევარმცველებს ისინი ოთხნი იყვნენ, 2 ფორმალური მცველი და ჩავ–ინიესტა. თავდასხმა კი უცვლელი იყო, მაგრამ ერთი პატარა დეტალი გამჟღავნდა, მესი ცენტრ–ფორვარდათ თამაშობდა, ხოლო ვილია მარცხენა ფლანგზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვილია გუშინ საკმაოდ სარგებლიანი იყო ფლანგიდან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში