workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “აფელაის საკითხზე უკვე ვმუშაობთ”

სუბისარეტა: “აფელაის საკითხზე უკვე ვმუშაობთ”

“ბარსელონას” ფეხბურთის დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ გუნდი დაინტერესებულია “პსვ ეინდჰოვენის” ჰოლანდიელი ნახევარმცველით, იბრაჰიმ აფელაით…

დღევანდელი მატჩის შესვენებაზე, სუბისარეტამ განაცხადა: “ჩვენ აფელაის საკითხზე “პსვ”–სთან უკვე ვთანამშრომლობთ. ეს არის ფეხბურთლი, რომელიც ჩვენს ინტერესებშია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სატრანსფერო ბაზარს თვალს ვადევნებთ. თუ ვინმეს შეძენას ვერ შევძლებთ, მაშინ ჩვენ “ბარსა ბ”–ს სახით სხვა ვარიანტებიც გვაქვს.” აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სუბის არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ სატრანსფერო სეზონზე აპირებენ 24 წლის ფეხბურთელის შეძენას, ზამთრის, თუ ზაფხულის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward