ბრაზილიური “სანტოსის” თავდამსხმელის, გაბრიელ ბარბოსას აგენტის, ვაგნერ რიბეირუს თქმით, მისი კლიენტის შეძენის სურვილს “პარი სენ ჟერმენი” გამოთქვამს.
აგენტის განცხადებით, პარიზული კლუბი დაინტერესებულია, რომ გაბრიელი რიოში გასამართი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიმატოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 19 წლის თავდამსხმელით “მილანიცაა” დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ბარბოსას უპირატესი შეძენის უფლება “ბარსელონას” აქვს. თუ “სანტოსი” რომელიმე კლუბის წინადადებას დასთანხმდება, ბრაზილიელებმა ფეხბურთელი ჯერ “ბარსას” უნდა შესთავაზონ და თუ კატალონიელები უარს იტყვიან, გაბრიელი სხვა გუნდში ამის შემდეგ გადავა.
გაბრიელ ბარბოსა “სანტოსის” პირველ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მას იდენტური შედეგი აქვს – როგორც 2014, ასევე 2015 წელს, გაბრიელმა 56 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.