“ვილიარეალისა” და ესპანეთს ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი მარკოს სენა იმ მეტოქეებს იხსენებს, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც მას ყველაზე მეტად უჭირდა.
“რამდენიმე ფეხბურთელი იყო, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც განსაკუთრებით რთული იყო. მესის ნეიტრალიზება შეუძლებელი იყო. როდესაც “ბარსელონას” წინააღმდეგ ვთამაშობდი, მისთვის ბურთის ართმევა ძალიან რთული იყო. იგივე შეიძლება ითქვას ჩავიზე. ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც ბურთს ვერასდროს ართმევდნენ. ბურთი ინიესტასთვისაც კი ამირთმევია, მაგრამ ჩავის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო.”