მაქსველმა დილის ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა კლასიკოსთან დაკავშირებით. მაქსველმა განაცხადა, რომ გუნდი კლასიკოს თარიღზე არ ღელავს. ”ყველაზე მთვარია, რომ ჩვენ ფორმაში ვართ. კარგად მომზადებულები ვართ და ვაჩვენებთ კარგ ფეხბურთს”. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს არც კი უსაუბრიათ კლასიკოს გამართვის დღეზე: ”ეს უცნაური და უჩვეულო თარიღია კლასიკოსთვის”.
კონცენტრაცია შემდეგ ორ თამაშზე
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები შეკითხვებს კლასიკოს თარიღზე სვამდნენ, ხოლო მაქსველი საუბრობდა ”ვილიარეალთან” და ”ალმერიასთან” გასამართი მატჩების მნიშვნელობაზე: ”ვერც ”ბარსა”, ვერც ”რეალი” ერთმანეთზე უკეთ კლასიკოსთვის ვერ მოემზადება. მთავარია მატჩამდე როგორ მივალთ. ეხლა საჭიროა კონცენტრაცია და დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური ქულების აღება, რათა მატჩს სრული თავადაჯერებულობით შევხვდეთ”.
”ვილიარეალი”
”ვილიარეალთან” გასამართი მატჩის შესახებ მაქსველმა განაცხადა: ”ეხლა ”ვილიარეალი” შესანიშნავ ფორმაშია. მათ ძლიერი შეტევა ჰყავთ და თამაშობენ კარგ ფეხბურთს. ეს მატჩი ძალიან რთული იქნება. ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რათა დადებით შედეგს მივაღწიოთ”.
ცენრტალური მცველების ნაკლებობა
ტრავმირებული მილიტოს და დისკვალიფიცირებული პიკეს გამო ”ბარსელონას” მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველის იმედადაა. გვარდიოლას არჩევანის გაკეთება აბიდალს და ”ბარსა ატლეტიკის” მცველებს შორის მოუწევს. როგორი იქნება ცენრტში თვით მაქსი? (მაქსველი – რედ.) ”მე ძალიან მინდა მოედანზე გავიდე და გუნდს დავეხმარო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კანტერანოები ამ სამუშაოს ჩემზე უკეთ შეასრულებენ”.
ახალგაზრდების როლი
მაქსველმა შეაქო ახალგაზრდები, რომლებმაც კარგად ითამაშეს გასულ მატჩში. ”მე ჩვენს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ. ახალგაზრდობა ”ბარსა ატლეტიკიდან” ძალიან გვეხმარება. პეპმა კარგად იცის როდის უნდა მისცეს მათ სათამაშო დრო. ჩვენაც ვეხმარებით მათ როგორც შეგვიძლია”.
მილიტოზე და მის ტრავმებზე
მილიტოს ტრავმა ერთადერთი ცუდი ამბავია გასული მატჩიდან. გაბიმ გაიტანა მეორე გოლი და შემდეგ ტრავმის რეციდივი მოუვიდა. ტრავმის გამო ის ერთი თვე ვერ ითამაშებს. ”ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ეს ტრავმები მასზე და ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ჩვენ ვაფასებთ მის შრომას. იმედი ვიქონიოთ, რომ გაბი მალე დაგვიბრუნდება.”



