workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტას საჩუქარი ,,ესპანიოლს”

ინიესტას საჩუქარი ,,ესპანიოლს”

ალბათ, ყველას ახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გატანილი გოლი. ისიც ყველას ახსოვს, რომ მას ესპანეთის ფორმის ქვეშ ეცვა თეთრი მაისური, რომელსაც ჰქონდა წარწერა Dani Jarque siempre con nosotros (დანი ხარკი მუდამ ჩვენთანაა). ამ ჟესტით ინიესტამ სიყვარული და მოწიწება გამოხატა დაღუპული მეგობრის მიმართ. დანიელ ანდრეს ხარკი დაიღუპა გულის შეტევით, რომელიც ,,ესპანიოლში” თამაშობდა.

ხუთშაბათს, ინიესტამ ეს მაისური ,,ესპანიოლის” პრეზიდენტს დანიელ სანჩესს წარუდგინა. ინიესტამ თქვა: ,,ძალიან რთულია ჩემი ემოციების კონტროლი. ძალიან მწყდება გული, რომ მაისურს ვემშვიდობები, თუმცა ეს საუკეთესო ადგილია მისთვის. მე გოლი გავიტანე, მაგრამ დანი ყოველთვის მემახსოვრება.” ცერემონიას ხარკის და ინიესტას ოჯახის წევრები, ,,ბარსელონას” და ,,ესპანიოლის” ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ოფიციალური ვიდეო, რომელიც ,,ესპანიოლის” ტელევიზიამ გადაიღო:

[media=http://www.youtube.com/watch?v=pw91-6HKfso]

ვისაც ესპანური არ ესმის ვიდეოს თარგმანს შემოგთავაზებთ.

ჩავი ენდრიუ(,,ესპანიოლის” ხელმძვანელობის წევრი):
,,”ესპანიოლის” თანამშრომლებსა და მხარდამჭერებს, ინიესტას ჟესტმა მეტყველების უნარი დაგვაკარგვინა. ინიესტა სგოლი და მაუსური ეძღვნებოდა ჩვენს კაპიტანს დანი ხარკს. წლების განმავლობაში, რომელიც ფეხბურთს გულშემატკივრობს, იცის რა ფუნდალენტალური ღირებულებები აქვს ამ სპორტს. ანდრესმა იცის მეგობრობის ფასი. მადლობა ანდრეს. შენი იქნები დანის მარადიული მეგობარი, როგორც ეს მასური, რომლის ნახვა შეეძლება ყველას. ის ჩვენ დანი ხარკს გაგვახსენებს. ეს არის ჟესტი, რომელსაც ყველა პატივს სცემს. თქვენ გვაჩვენეთ სპორტის ფასეულობა. ზემოთ მოყვანილი ემოცია ყველასთვის დასამახსოვრებელია. ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, რომლებსაც ფეხბურთი გვაერთანებს.”

ანდრეს ინიესტა:
,,ძალიან რთულია ჩემი ემოციების კონტროლი. ძალიან მწყდება გული, რომ მაისურს ვემშვიდობები, თუმცა ეს საუკეთესო ადგილია მისთვის. დიდი მადლობა ,,ესპანიოლს” სამკერდე ნიშნისთვის. მე გავიტანე გოლი, რომელიც დანის გამახსენებს. დიდი მადლობა.”

დანიელ სანჩეს ლიბრე(,,ესპანიოლის” პრეზიდენტი):
,,ეს არის ჟესტი იმ დღიდან, როცა მე ეს გოი ვნახე. ერთ რამეს გეტყვით, მე ანდრესს ვუთხარი, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის არის კარგი არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც. ანდრეს, დიდი მადლობა. დამერწმუნეთ ყველა ,,ესპანიოლის” თანამშრომლებისთვის ეს ჟესტი დაუკერებელი იყო, თმცა ფაქტი სხვას ამტკიცებს. დიდი მალდობა კლუბის სახელით. ეს ჟესტი მას გაჰყვება ცხოვრების ბოლომდე. ,,ესპანიოლის” ყველა გულშემატკივარს უყვარს იგი. დიდი მადლობა თქვენი საქციელისთვის, და საჩუქრად გადმოგცემთ სამკერდე ნიშანს, რომელიც ოქროსგანაა დამზადებული და ბრილიანტებითაა მორთული. მე ვიმედოვნებ ამ საჩუქარს შეინახავთ დანიელ ხარკის ხსოვნისთვის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში