workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხამესი: “ბარსელონასი” არ გვეშინია”

ხამესი: “ბარსელონასი” არ გვეშინია”

მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი შემტევი ხამეს როდრიგესი აცხადებს, რომ მის გუნდს 21 ნოემბერს “ბარსელონასთან” თამაშის არ ეშინია.

“დღევანდელ მარცხში ვინმეს დადანაშაულება ადვილია, მაგრამ გუნდი ყოველთვის ერთად იგებს და აგებს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. მომდევნო თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.

“ბარსელონა” შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ არაფრის გვეშინია, რადგან “რეალს” წარმოვადგენთ. საინტერესო თამაში გველის.”

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “სევილიასთან”, “რეალმა” სეზონის პირველი თამაში წააგო და “ბარსელონას”, “ელ კლასიკოს” წინ, ერთპიროვნულად გალიდერების საშუალება მისცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward