workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილიტო 4-6 კვირით დაისვენებს

მილიტო 4-6 კვირით დაისვენებს

დღევანდელ მატჩში, არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა, გაბრიელე მილიტომ ბარძაყის ტრავმა მიიღო და როგორც “ბარსას” ოფიციალური საიტი გვატყობინებს, იგი მოედანზე გამოსვლას 4-6 კვირის მანძილზე ვერ შეძლებს…

ცენტრალურმა მცველმა ფეხში ტკივილები 38–ე წუთზე იგრძნო, რის გამოც მის ნაცვლად მოედანზე ერიკ აბიდალი შემოვიდა. შეგახსენებთ, რომ მილიტომ ტრავმა ბოლოს, 18 ოქტომბერს, ვარჯიშზე მიიღო.

დღევანდელი საღამო მილიტოსთვის, როგორც ცუდი, ისევე კარგი გამოდგა. მან მეშვიდე წუთზე, ნოლიტოს მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, გოლის გატანა შეძლო. ეს “ბარსას” ფორმით მისი მეორე გოლი გახლავთ. არგენტინელმა ბოლოს გოლი დაახლოებით 3 წლის წინ გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში