workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი:”დიდი შანსია, ნაკრებთან ერთად მოვიგო ამერიკის თასი”

მესი:”დიდი შანსია, ნაკრებთან ერთად მოვიგო ამერიკის თასი”

კატალონიის “ბარსელონას” 23 წლის თავდამსხმელს ლეო მესის კლუბთან ერთად აქვს საკმაოდ ბევი ტიტული მოგებული, ხოლო ნაკრებში არცერთი. ამიტომ არგენტინელი ვარსკვლავი იმედოვნებს, რომ 2011 წლის ამერიკის თასი მისი პირველი ტიტული იქნება ნაკრების შემადგენლობაში.

“ის, რომ მე ეროვნულ ნაკრებთან არ მაქვს არცერთი ტიტული მოგებული, არის ძალიან მტკივნეული. მე ძალიან მსურს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში რაიმე ტიტული მოვიგო და ამიტომ 2011 წლის ამერიკის თასი ჩემთვის კარგი შანსია. რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ისიც, რომ კლუბთან ერთად ძალიან ბევრი ტიტული მაქვს მოპოვებული, მაგრამ სანაკრებო წარუმატებლობა ძალიან მაწუხებს.”-განაცხადა მესიმ

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ამერიკის თასზე შემდეგი ქვეყნები ითამაშებენ: არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, პარაგვაი, ურუგვაი, პერუ და ვენესუელა. ხოლო 1993 წლის შემდეგ, ამ ტურნირის მოწვეული ნაკრებები არიან მექსიკა და იაპონია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward