არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი, რომელსაც “ბარსელონაშიც” უმუშავია, კატალონიური გრანდისა და მადრიდული კლუბის ვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.
“ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიოში საუკეთესო მესია, თუმცა რონალდუ განსაკუთრებული ფეხბურთელია. ლეო უფრო გუნდური თვისებების ფეხბურთელია, თუმცა გასულ სეზონში კრიშტიანუმ დაამტკიცა, რომ თანაგუნდელების დახმარება საგოლე გადაცემებითაც შეუძლია. შეტევის დასრულების სტადიებში რონალდუ განსაკუთრებულია. საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, შეძლებდა თუ არა მესი “რეალში” იმავეს გაკეთებას, რასაც “ბარსელონაში” აკეთებს. “თეთრები” ხომ განსვავებულად თამაშობენ”, – აცხადებს მენოტი.