workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი:”მინდა “ბარსაში” ვთამაშობდე”

აფელაი:”მინდა “ბარსაში” ვთამაშობდე”

ჰოლანდიური კლუბის, “პსვ ეინდჰოვენის” ნახევარმაცველმა იბრაჰიმ აფელაიმ, რომელიც კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის სფეროში იმყოფება, “SPORT.ES”-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ბლაუგრანაში თამაშის დიდი სურვილი აქვს.
“მე ოფიციალურად არავინ შემომხმიანებია ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია მხოლოდ გაზეთიდან გავიგე. ჩემზე პრეტენზია აქვს ბევრ კლუბს, მათ შორის “ბარსელონასაც”, მაგრამ ვფიქრობ, რომ “პსვ”-ს არცერთ გუნდთან არ აქვს მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა მე მიყვარს ჩემი კარიერა და კლუბი, რადგან “პსვ ეინდჰოვენი” ფანტასტიური გუნდია. ამის მიუხედავად მაქვს დიდი სურვილი “ბარსელონაში” თამაშის, რადგან კატალონიურ კლუბს მთელი მსოფლიო იცნობს, ის თამაშობს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ამიტომ მე ძალიან მინდა ასეთი გუნდის წევრი ვიყო.”-განაცხადა იბრაჰიმ აფელაიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward