კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, პედრო როდრიგესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ძალიან გახარებულია გუშინდელი გოლით, რომელიც “ხეტაფეს” გაუტანა. ეს გოლი იყო პედროსათვის პირველი წლევანდელი სეზონის პრიმერა დივიზიონში.
“უკვე დადგა იმის დრო, როდესაც პრიმერა დივიზიონში გოლი უნდა გამეტანა და ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად, რაც შედეგზეც აისახა. მიყვარს გოლის გატანა და ყველაფეს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს შევძლო.”-განაცხადა პედრომ. გასულ წელს, მან 12 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ დაველოდოთ რას იზამს წლევანდელ სეზონში, რომელიც ჯერ ახალი დაწყებულია.“გასული წელი იყო ჩემთვის უფრო იღბლიანი, ვიდრე წელს, თუმცა გულმოდგინედ ვმუშაობ და შევეცდები ჩემი შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესო და გოლებით გუნდს წარმატება მოვუტანო.“
გუშინდელ მატჩზე პედრომ განაცხადა:“ჩვენ ვითამაშეთ შესანიშნავად, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. ეს ძალიან მომწონს და მინდა ვთქვა, რომ “ბარსელონა” დღეს თამაშობს საუკეთესო ფეხბურთს.” პედრო ასევე შეეხო “ეს კლასიკოს” თემასაც:“ეს არის “ბარსასათვის” უმნიშვნელოვანესი თამაში, მაგრამ “ელ კლასიკომდე” ჩვენ წინ ოთხი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და “რეალზე” ფიქრი ჯერ ადრეა.”



