workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი იანვარში?

აფელაი იანვარში?

კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემის, “ელ მუნდო დეპორტივოს” ცნობით, კატალონიური კლუბი “პსვ ეინდჰოვენის” 24 წლის კაპიტნით, იბრაჰიმ აფელაით დაინტერესდა…

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” იანვრის სატრანსფერო სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას აპირებს. ჰოლანდიელი ნახევარმცველის საკითხზე მითქმა–მოთქმა მაშინ გახშირდა, როდესაც “ბარსას” “მაესტრომ”, ჩავი ერნანდესმა ტრავმა მიიღო. ესპანელი ნახევამრცელის შემცვლელად კი სწორედ აფელაის მოიაზრებენ, რომელსაც ჰოლანდიური კლუბი 20–25 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ “ბარსელონა” მის შეძენას 2–3 მილიონად აპირებს, რადგანაც ჰოლანდიელს “პსვ”–სთან კონტრაქტი 6 თვეში ეწურება. ეს კი არ აწყობს ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელობას, რომელმაც აფელაისგან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დადებითი პასუხი ვერ მიიღო, მაგრამ გუნდის კაპიტანის განცხადებით, იგი შეეცდება, რომ მისმა გუნდმა მისი წასვლით რაიმე სარგებელი მიიღოს.

“ბარსელონა” არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც მისით დაინტერესდა. მისდამი დაინტერესება “ატლეტიკომ”, “სევილიამ”, “ვალენსიამ”, “არსენალმა”, “ლივერპულმა”, “ინტერმა”, “ბაიერნმა” და რაღა თქმა უნდა, “რეალ მადრიდმა” გამოიჩინა, მაგრამ გაზეთები გვატყობინებენ, რომ აფელაის აგენტი, რობ იანსენი და “ბარსას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი “ძველი მეგობრები” არიან. ასე, რომ ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ ჰოლანდიელი ჩვენი საყვარელი გუნდის რიგებში ვიხილოთ.

2007 წელს იბრაჰიმმა “ბარსას” ლეგენდის, იოჰან კრუიფის ჯილდო მიიღო, რომელიც “წლის ახალგაზრდა ფეხბურთელს” ენიჭება ხოლმე. აფელაის ხილვა ჩვენ 2010 წლის მუნდიალზეც შევძელით. 2010/11 სეზონში აფელაიმ საკუთარი ეროვნული ნაკრების რიგებში 12 მატჩი გამართა, რომელშიც 5 გოლის გატანა შეძლო. მან ოქტომბერში ასევე “ევრო 2012″–ის შესარჩევ ეტაპზე, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward