workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალავესი ლოგო

ალავესი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მესი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

მესი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

ორშაბათს დილით “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ვარჯიში გამართეს. ეს იყო მსუბუქი ვარჯიში, რის დროსაც ფეხბურთელები მიესალმნენ ახლადგამოჯანმრთელებულ ლეო მესის.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურამდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი და არ იყო დრო გასულ შეხვედრებზე ფიქრისათვის, ამიტომ “ბარსას” ფეხბურთელებმა დაივიწყეს პამპლონაში თამაში და “ლიონთან” გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება.

ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო მთელმა გუნმდა, მათ შორის ტრავმამოშუშებულმა ლეო მესიმაც, რომელმაც “ოსასუნასთან” შეხვედრა გამოტოვა. ვარჯიშზე ასევე იყო ახალი სახეც, კლუბის მესამე მეკარე – ოიერ ოლაზაბალი. ხოლო კარლეს პუიოლი და ლილიან ტურამი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ.

გუშინდელ ვარჯიშში ფეხბურთელები ახალი ბურთებით ვარჯიშობდნენ, როგორითაც მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოუწევთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • becool
    schedule 16 დეკ 2019, 13:23

    რამხელა ისტორია აქვს ამ გვერდს.2007 წლიდან დღემდე მთელი ბარსელონას ისტორია,ამბები და ვითარებებია.
    სტატიები კარგია,მაგრამ კომენტარებიც რომ შემორჩენილიყო მთლად უკეთესი იქნებოდა :)).
    იმედია ეს გვერდი ფუნქციონირებას არასდროს შეწყვეტს და ეს უზარმაზარი ისტორიის სიმდიდრე და შრომა არ წაიშლება.