“ბილბაოსა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრის (4:0) გმირი არიც ადურისი, რომელმაც ლუის ენრიკეს გუნდს 3 გოლი გაუტანა, მიიჩნევს, რომ კატალონიელებთან მოპოვებული 4-ბურთიანი უპირატესობა დამშვიდების საფუძველი არაა.
“ვიცით, როგორი რთულია “ბარსელონას” კარში 4 გოლის გატანა. ეს ყველა გუნდს არ შეუძლია.
“კამპ ნოუზე” 4-ბურთიანი უპირატესობით ჩასვლა არც ისე ბევრია.”