workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ასეთი ფეხბურთელები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან”

ჩავი: “ასეთი ფეხბურთელები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან”

“ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა “ოქროს ბურთზე” და ასევე 2010 წლის მუნდიალზე ისაუბრა. მის ინტერვიუს ქართულ ვერსიას კი ამ სიახლეში შემოგთავაზებთ.

რას იტყვით იმაზე, რომ თქვენ დაგასახელეს “ოქროს ბურთის” ერთ–ერთ მთავარ პრეტენდენტათ?

ყოველთვის ვიმეორებდი, რომ მთავარია ეს ჯილდო რომელიმე იმ ესპანელ ფეხბურთელს გადასცენ, რომელმაც “მსოფლიო ჩემპიონატის” მოგება შეძლო, მაგრამ ეს ასე თუ არ მოხდება ძალიანაც არ დამწყება გული, რადგანაც ამ პრიზის მიღების კიდევ ერთი მთავარი პრეტენდენტი არგენტინელი ლეო მესია.

მესი ამდენად კარგია?

ასეთი ფეხბურთელები 50 წელიწადში ერთხელ თუ იბადებიან. თუ ახლა რომელიმე ესპანელი ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” მიღების ერთ–ერთ მთავარი პრეტენდენტია ეს იმიტომ, რომ არგენტინამ მეოთხედ ფინალის გადალახვა ვერ შეძლო. სიმართლე, რომ ვთქვა ლეო ჩემთვის მარადონაზე უკეთესია. ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან დიდი ხნის მანძლზე, მისნაირი ფეხბურთელის ხილვას ფეხბურთის გულშემატკივარი ვერ შეძლებს.

როგორ ფიქრობთ, სამხრეთ აფრიკაში რატომ ვერ შეძლო მან თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა?

მე ასეთ კითხვებს არ ვცნობ და ვერ მივესალმები. ვფიქრობ, რომ მესიმ ძალიან კარგად ითამაშა, ისევე როგორც დანარჩენმა არგენტინელმა ფეხბურთელებმა. მატჩი გერმანიასთან უბრალო ჩავარდნა იყო. ეს ერთი ჩავარდნა, რომ არა ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენთვის ძალიან სახიფათო და ძლიერი კონკურენტები იქნებოდნენ. მე მომწონს მარადონას მიდგომა გუნდისადმი, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ იგი ისეთივე მწვრთნელი არ აღმოჩნდა, როგორი გენიოსი ფეხბურთელიც იყო.

2 წლის წინ, კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ესპანეთს მოგება არ შეეძლო. ახლა, როდესაც “ევროპის ჩემპიონატისა” და “მსოფლიო ჩემპიონატის” მოგება შეძელით, ყველაფერი შეიცვალა?

რა თქმა უნდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ძალიან სასიამოვნო იყო “ფიფას” პრეზიდენტის, ზეპ ბლატერისგან იმის მოსმენა, რომ როგორც იქნა მსოფლიოს ჩემპიონმა, მართლაც, რომ ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი ფეხბურთი აჩვენა. სიმართლე, რომ ვთქვა ჩვენ ამ მოგებებით ჯერ არ დავკმაყოფილვებულვართ. ჩვენ ვრჩებით თაობად, რომელიც ჯერ პენსიაზე გასვლას არ აპირებს.

ფინალის ფორმა ალბათ თქვენს კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს…

სიმართლე, რომ ვთქვა იგი უკვე გავაჩუქე.

ვაუ, ვის აჩუქეთ?

ადამიანს, რომელმაც ჩემთვის და საერთოდ, მთელი მსოფლიო ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ჩვენი მოგება მე მას მივუძღვეინი.

ნუ მაწვალებთ.

მე მიშელ პლატინიზე ვლაპარაკობ. ფინალის შემდეგ, მან მე ჩემი მაისური მთხოვა და მეც უყოყმანოდ დავთანხმდი. მამა მიყვებოდა, თუ რაებს აკეთებდა იგი მოედანზე. მე კი ჩემი მხრივ მინდა დავამტკიცო ის ფაქტი, რომ წარსულში დიდი მოთამაშე დარჩა დიდ ადამიანად.

ვთქვათ, “ოქროს ბურთს” მწვრთნელებს აძლევდნენ…

დაუფიქრებლად მე მას პეპ გვარდიოლას გადავცემდი.

არ არის გასაკვირი.

არა, არა, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ იგი ჩემი მწვრთნელია. იგი მწვრთნელზე მეტია, იგი ფეხბურთის რევოლუციონერია. მისი ტიტულებიც, რომ არ მივიღოთ მხედველობაში, მან ფეხბურთში ისეთი სტილი დაამკვიდრა, როგორი სტილითაც თავის დროზე არიგო საკი და იოჰან კრუიფი თამაშობდნენ. პეპი ფეხბურთში ნოვატორია. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც მზა სქემებით ათამაშებენ თავის ფეხბურთელებს და არიან ისეთი მწვრთნელებიც, რომლებიც თავისი მოფიქრებული ტაქტიკით ამჯობინებს გუნდის მართვას. გვარდიოლა კი ამ უკანასკნელს მიეკუთვნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში