workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კოპენჰგაგენი” – “ბარსელონა” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“კოპენჰგაგენი” – “ბარსელონა” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

დანი ალვესი

“ვიცოდით, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა, “კოპენჰაგენი” ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, მათ ძალიან კარგი 90 წუთი ითამაშეს. ჩვენ კარგად დავიწყეთ მატჩი და 30– ე წუთზე გავიტანეთ კიდეც, მაგრამ ისეთი სწრაფი გოლი გავუშვით შემდეგ დიდი დრო დაგვჭირდა გონს მოსასვლელად. ყოველთვის კარგია გამარჯვება, მაგრამ ყველა თამაშის მოგება არარეალურია”.

კარლეს პუიოლი

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ძალიან სწრაფად მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, ჩვენ რომ შეგვენარჩუნებინა ანგარიში უფრო დიდი ხანი შესაძლოა სამი ქულაც მოგვეპოვებინა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იღბალმაც გვაქცია ზურგი. კატასტოროფა არ არის ეს ფრე, რადგანაც ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ”.

დავიდ ვილია

“ძალიან რთული მატჩი იყო, ვფიქრობ მოგვება შეგვეძლო და ბევრი მომენტიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ კატასტროფა არ არის. მთავარია, რომ კვლავ ლიდერები ვართ.

ანდრეს ინიესტა

“კოპენჰაგენი” ძალიან კარგი გუნდია და ეს გუშინაც დადასტურდა. რათმაუნდა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულისათვის ჩამოვედით დანიაში, მაგრამ არ გაგვიმართლა. თუკი მოვიგებდით უკვე გავინაღდებდით მერვედ ფინალის საგზურს, მაგრამ ამ საგზურისაგან არც ისე შორს ვართ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის”.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward