ესპანური El Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარცმველმა, ალენ ჰალილოვიჩმა, რომლითაც “ვესტ ჰემი” და “ევერტონი” ინტერესდებიან, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბები ჰალილოვიჩში 10 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან.
“ვესტ ჰემის” სასარგებლოდაა ის, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა ხორვატის თანამემამულე სლავენ ბილიჩია.