ჩავი:”ჩვენ გამარჯვება კარგი თამაშით გვსურს, ხოლო მაურინიო მზადაა ყველანაირი გზით გაიმარჯვოს”

ჩავი:”ჩვენ გამარჯვება კარგი თამაშით გვსურს, ხოლო მაურინიო მზადაა ყველანაირი გზით გაიმარჯვოს”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ისაუბრა, ანდრეს ინიესტასა და ლეო მესის ტალანტის შესახებ და ერთი–ორი სიტყვა მაურინიოზეც თქვა

: ” მესისნაირი ფეხბურთელები მხოლოდ 50 წელში ერთხელ თუ იბადებიან. ერთადერთი შანსი, რის გამოც შეიძლება ლეომ “ოქროს ბურთი” ვერ მიიღოს, ეს მისი ცუდი თამაშია სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე. მე ვფიქრობ მესი უკეთესად თამაშობს, ვიდრე მარადონა თამაშობდა. მესი უკვე რამდენიმე წელია ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ყველანაირი ჩავარდნის გარეშე. იგი ნამდვილი პროფესიონალია და ამასთან ერთად ძალიან კარგი ადამიანი,” განაცხადა ჩავიმ მესიზე.

ინიესტა? ანდრესი–ეს ნამდვილი ფენომენია. წინა წლებში ანდრესი არ იყო ისეთი როგორიც ახლაა, ეს მხოლოდ მისი ტრავმების ბრალი იყო. ახლა კი იგი საუკეთესოა, რაც მისმა გადამწყვეტმა გოლმაც დაამტკიცა მუნდიალის ფინალში. ჩვენ ერთმანეთს, როგორც მინდორზე ისე რეალობაში, მშვენივრად ვეწყობით.

რაც შეეხევა ჟოზე მაურინიოს იგი როგორც კარგი სპეციალისტია, ისე არაა კარგი ადამიანი. მან ხშირად იცის შეურაწყოფელი კომენტარების გაკეთება. ჩვენ მატჩის მოგება კარგი თამაშით გვსურს, ხოლო პორტუგალიელი მზადაა, ნებისმიერი ხერხით გაიმარჯვოს,” განაცხადა ჩავიმ ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია