workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ბატისტე გამოეთიშა

“ბარსას” პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ბატისტე გამოეთიშა

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი იმ კანდიდატთა ვინაობა, რომლებიც “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ. ესენი არიან: ხოსეპ მარია ბართომეუ, ხუან ლაპორტა, აგუსტი ბენედიტო და ტონი ფრეიშა.

დღეს საბოლოოდ დაუმტკიცდა თითოეულ კანდიდატს ხელმოწერების ზუსტი რაოდენობა. გადამოწმების შემდეგ გაუქმდა ცარიელი ან გაორმაგებული ბიულეტინები. ამდენად, 5 კანდიდატიდან მხოლოდ 4-მა მოაგროვა აუცილებელი 2534 ხელმოწერა. თამაშგარეში დარჩა ხუან ბატისტე, რომელსაც მხოლოდ 2518 ხელმოწერა დაუმტკიცდა.

საბოლოო შედეგები ასეთია:

ხოსეპ მარია ბართომეუ: 9124 მოგროვებული ხელმოწერა, 8554 – დამტკიცებული.

ხუან ლაპორტა: 4802 მოგროვებული ხელმოწერა, 4272 – დამტკიცებული.

აგუსტი ბენედიტო: 3815 მოგროვებული ხელმოწერა, 3367 – დამტკიცებული.

ტონი ფრეიშა: 3289 მოგროვებული ხელმოწერა, 3068 – დამტკიცებული.

ახლა საარჩევნო კამპანია იწყება. არჩევნებამდე დარჩენილია 10 დღე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward