მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” დიდი ანგარიშით გაანადგურა “სევილია”. ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ ამ მატჩის საინტერესო ფაქტებს.
►”სევილიამ” კარში მხოლოდ 3–ჯერ დაარტყა და კარში 1 მოახვედრა, როცა “ბარსამ” 18–ჯერ დაარტყა და კარში 8–ჯერ წავიდა.
► პიკემ 8–ჯერ მოიგო ორთაბრძოლა, ასეთ იშედეგი არც ერთ ფეხბურთელს უჩვენებია.
►”ბარსამ” ამ მატჩში 723 პასი გააკეთა, ხოლო “სევილიამ” 283.
►ეს მატჩი მეოთხე იყო, როცა გუნდმა გოლის გაუშვებლად გაიმარჯვა. “ბარსამ” ასე დაამარცხა “სეუტა”, “კოპენჰაგენი”, “სარაგოსა” და ბოლოს “სევილია”.
► “ბლაუგრანამ” ამ მატჩის ჩათვლით, ზედიზედ მე–5 იმარჯვა.
► მესიმ გაიტანა 14 გოლი, ამ სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში. 10 პირველ ტაიმში და 4 შესვენების შემდეგ.
► ამ მატჩში დავიდ ვილიამ პირველი დუბლი შეასრულა “ბარსას” მაისურით.
► გუშინ ალვეშმა ამ სეზონში თავისი მე–2 გოლი გაიტანა ლა ლიგაში. ასევე ეს მისთის პირველი გოლი იყო თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ბრაზილიელს ასევე აქვს ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.
► პიკეს კვლავ ოთხი ყვითელი ბარათი აქვს და ერთი აშორებს ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციამდე.