workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრეიშა ვერატის აგენტს შეხვდა

ფრეიშა ვერატის აგენტს შეხვდა

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ტონი ფრეიშა პსჟ-ს ნახევარმცველის მარკო ვერატის აგენტ დონატო კამპლის შეხვდა. ამ ინფორმაციას ესპანური Sport ავრცელებს.

ფრეიშა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იტალიელი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო ტრანსფერის რამდენიმე ასპექტი განიხილეს. თუ ფრეიშა არჩევნებს მოიგებს, ლუის ენრიკე კი ვერატის კანდიდატურას დაამტკიცებს, მაშინვე დაიწყება მოლაპარაკებები ფეხბურთელის აგენტთან.

“ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში