მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგის მეცხრე ტურის მატჩში, საკუთარ მოედანზე პირწმინდად დაჩაგრა “სევილია”(5–0). მოგებული მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.
ვილია: “”სევილია” ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ. კონკოს გაძევებით, მატჩს აზრი დაეკარგა.” ცნობისთვის ვილიამ ორივე გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა: ” ამაში არაფერია გასაკვირი. ეს ჩემი სუსტი ფეხია, თუმცა მე ყოველთის გამქონდა გოლები მარცხენა ფეხით. ეს გოლები ყველა “ბარსას” ფანს და მათ მივუძღვენი, ვინც ჩემს სანახავად ჩემი მშობლიური ქალაქიდან ჩამოვიდა.”
პედრო: “ჩვენ მოედანზე ცეცხლი დავანთეთ. ამ მატჩში აუცილებელი იყო გამარჯვება. როდესაც ჩვენ ასე ვთამაშობთ, ნებისმიერ მეტოქეს უჭირს ჩვენი შეჩერება. მართალია მე არ გამიტანია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ თამაშით.”
პიკე: “წელს იყო მატჩები, როდესაც ჩვენ კარგად ვითამაშეთ, თუმცა გუშინდელი მატჩი სულ სხვა იყო. გუნდი მთელი 90 წუთი საოცრად თამაშობდა. არავის არ აქვს უფლება, ვილია გააკრიტიკოს.“
ინიესტა: “მშვენიერი მატჩი იყო. ამაზე უკეთესზე ვერც ვიფიქრებდი. ჩვენ პირწმინდად დავჩაგრეთ მეტოქე და 5 უპასუხო ბურთი გავუტანეთ. ჩვენ ყველა გახარებულნი ვართ ვილიას გამო. იმედია იგი ასე გააგრძელებს და კიდევ მრავალჯერ დაამწუხრებს “ბარსას” მეტოქეებს. რაც შეეხება სამშაბათის მატჩს, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამჯერადაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.”
ალვეში: “ჩვენ მშვენივრად შევასრულეთ ჩვენი საქმე. ეს საოცარი გამარჯვება იყო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ასპარეზობა ესე გავაგრძელოთ და კიდევ მრავალი გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან გახარებული ვარ ჩემი გოლის გამო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა იღბალიც დამეხმარა.”



