workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიაში ეჭვი არავის ეპარებოდა

ვილიაში ეჭვი არავის ეპარებოდა

ვილიაში ეჭვი არავის ეპარებოდა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ “ბარსელონამ” “ლა ლიგას” მორიგი ტური “კამპ ნოუზე”, “სევილიას” წინააღმდეგ გამართა. მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებმა ტრადიციულად კომენტარები გააკეთეს, რომლებვსაც ამ სიახლეში შემოგთავაზებთ.

“ბარსას” ახალწვეულმა, დავიდ ვილიამ როგორც იქნა მშრალი სერია შეყწვიტა და დუბლის შესრულება შეძლო. ამ დუბლის წყალობით მას “ბარსას” შემადგენლობაში 5 გოლი დაუგროვდა. “როდესაც ვიგებთ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვიმედოვნებ, რომ ეს გოლები მე შემდეგ თამაშებში დამეხმარება,” განაცხადა ესპანელმა.

“ანდალუსიელებთან თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ გუშინ ჩვენ ამ გუნდს ძალიან ძლიერი კონკურენცია გავუწიეთ. კონკოს გაძევების შემდეგ კი თამაშის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო,” განაგრძო ვილიამ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დავიდმა ორივე გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა: “ამაში უცნაური არაფერია – მარხცენა ფეხს უფრო ცუდად ვხმარობ, მაგრამ გატანა არ მიჭირს.”

ესპანელი თავდამსხმელი ასევე შეეხო გულშემატკივრების ფაქტორს, რომლებიც თამაშის სანახავად ასტურიიდან ჩამოვიდნენ: “ყველა გოლი ჩვენი გულშემატკივრისთვისაა და იმათთვისაც ვინც ჩემს სანახავად ჩამოვიდნენ. მე ვიმედოვნებ, რომ მათ ეს უიკენდი ძალიან კარგად გაატარეს.”

პედრო როდრიგესი

“ჩვენ დღეს ავფეთქდით, რაც გამარჯვების მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა.”

“როდესაც ასე ვთამაშობთ, მაშინ ყველას უჭირს ჩვენთვის რაიმეს დაპირისპირება.”

“შეიძება ჯერ გოლები არ მაქვს გატანილი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის – გოლები მოვა.”

ხერარდ პიკე

“ჩვენ ბევრი თამაში ჩაგვიტარებია კარგ დონეზე, მაგრამ ამ საღამოს მთელი 90 წუთი ნამდვილად დიდებული იყო.”

“ვილიაში ეჭვი არავის ეპარებოდა.”

ანდრეს ინიესტა

“ვილიას გამო ყველანი გახარებულები ვართ. გოლის გატანა დროზე იყო დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია.”

“სამშაბათის მატჩი ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად თამაში გვმართებს.”

დანი ალვესი

“დღეს ჩვენ ჩვენი სამუშაო ძალიან კარგად შევასრულეთ და დამსახურებული გამარჯვების მოპოვებაც შევძელით.”

“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის ფორმა, რაც ახლა გაგვაჩნია.”

“მე ჩემი შანსი გამოვიყენე და გოლი გავიტანე, მაგრამ ალბათ ამ მომენტში იღბალს უფრო მეტი წვლილი მიუძღვის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში