workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

გუშინ “ბარსამ” თავის გულშემატკივარს კიდევ ერთი ლამაზი საღამო გვაჩუქა. მათ “ნოუ კამპზე” ანდალუსიელების “სევილია” ანგარიშით, 5–0 დაამარცხეს. დუბლის შესრულება შეძლეს ლეო მესიმ და დავიდ ვილიამ. მათთან ერთად კი ერთი გოლი მარჯვენა ფლანგის ბატონ–პატრონმა, დანიელ ალვესმა გაიტანა.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გუშინ “ბარსამ” სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კატალონიელებმა “სევილიას” მასტერ კლასი ჩაუტარეს. პირველი გოლის გატანა მესიმ, მეოთხე წუთზე შეძლო, რაც გუნდს ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარა. პირველ ტაიმში ჩვენ კიდევ ერთი გოლისა და წითელი ბარათის ხილვაც შევძელით. ტაიმის მიწურულს არბირტრმა მოედნიდან კონკო გააძევა, რამაც სევილიელთა ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ახლა “ბარსა” მადრიდული “რეალის” შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება.

“ბარსელონა” 5-0 “სევილია” – მიმოხილვა

“ბარსამ” შეტევის წარმოება თამაშის პირველივე წამებიდან დაიწყო. პირველი საგოლე მომენტი გუნდს 55–ე წამზე შეექმნა, ხოლო ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნა მეოთხე წუთზე შეძლეს. სხვა გუნდებისგან განსხვავებით “ბარსას” შეტევების წარმოება არ დავიწყებია. შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელებმა ანდალუსიელებს ბურთი “დაუმალეს”, რაც “ბარსასთვის” დამახასიათებელია.

ორი მატჩის გამოტოვების შემდეგ გუნდს ჩავი ერნანდესი დაუბრუნდა, რომელმაც ტრადიციულად “მაესტროს” თვისებები შეითავსა. იგი ბურთს შესანიშნავად აკონტროლებდა და ფეხბურთელებს ლამაზი პასებითაც ამარაგებდა. 24–ე წუთზე ლეო მესის ბრწყინვალე თამაშის შედეგად გოლის გატანა დავიდ ვილიამ შეძლო. უნდა ვაღიაროთ, რომ ვილიამ ამ მომენტში ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა და ულამაზესი გოლის გატანაც შეძლო. ეს გოლი ალბათ ანდალუსიელებზე ძალიან იმოქმედებდა, მაგრამ ვითარება უფრო მეტად მაშინ დამძიმდა, როდესაც მოედნიდან კონკო იქნა გაძევებული.

შესვენებაზე სევილიელთა დამრიგებელმა რამდენიმე ისეთი ცვლილება გაახორციელა, რომელსაც ალბათ არავინ არ მოელოდა, მაგრამ მათ ამ ცვლილებებმაც ვერ უშველეს. 52–ე წუთზე რომარიკის ცუდი პასის წყალობით ანგარიშის 3–მდე გაზრდა ექს–სევილიელმა, დანი ალვესმა შეძლო. ეს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გატანილი მესამე გოლი გახლდათ.

“ბარსა” ამ სამი გოლით არ დაკმაყოფილებულა და ფეხბურთელები გოლის გასატანად არაფერს იშურებდნენ, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია არგენტინელი თავდამსხმელის აქტიურობა. 63–ე წუთზე მან მოედნის ცენტრში ბურთის მოპოვება შეძლო და შემდეგ ყველაფერი როგორ და რანაირად გააკეთა ყველას კარგად მოეხსენება. როდესაც მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, გვარდიოლამ მოედნიდან ჩავი, პუიოლი და პედრო გაიყვანა. კატალონიელთა დამრიგებელმა მათი ძალების შემონახვა დანიელებთან გასამართი მატჩისთვის გადაწყვიტა.

ახმაურდა “ნოუ კამპი”. უკვე ყველა გამარჯვებას ზეიმობდა და კიდევ ერთი გოლის გატანას აღარავინ ელოდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე, სერხიო ბუსკეტსის გადაცემის შემდეგ დუბლის შესრულება დავიდ ვილიამ შეძლო. ჩვენ გუშინ ის ძველი “ბარსა” ვიხილეთ, რომელმაც მრავალი გულშემატკივარის გულის დაპყრობა შეძლო.

ალბათ გუშინ ესპანელმა ფორვარდმა ყველა კითხვას პასუხი გასცა და ბევრი ჩვეულებრივი ადამიანის, ფეხბურთელის, თუ მწვრთნელის დაშოშმინება შეძლო.

ვიდეო

[media=http://www.youtube.com/watch?v=7bK1Z2p8K6U]

სურათები [FCBarcelona.Cat]

"მასტერ კლასი"

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში