გთავაზობთ გუშინდელი მატჩის “ბარსელონა” “სევილია” მატჩის სტატისტიკას.
“ბარსელონა” – “სევილია”
დარტყმები: 18 – 3
კარის მიმართულებით: 9 – 1
კუთხურები: 11 – 1
თამაშგარე მდგომარეობა: 3 – 6
ბურთის ფლობა: 73% – 27%
ყვითელი ბარათები: 1 – 4
წითელი ბარათები: 0 – 1 (კონკო)
მეკარის სეივები: 1 – 4
ორივე მწვრთნელმა მაქსიმალურად გამოიყენა ცვლილებების შესაძლებლობები, პეპ გვარდიოლამ მოედანზე ხავიერ მაშერანო, ბოიან კრკიჩი და ადრიანო კორეირა შეიყვანა, ხოლო მოედანი, ჩავის, პუიოლს და პედროს დაატოვებინა. რაც შეეხება დამარცხებულ გუნდს, მათ მოედნიდან პეროტი, ფაბიანო, და კანუტე გაუვიდათ და მათ მაგივრად, ზოკორა, დაბო და ნეგრედო შევიდნენ.
მატჩში იყო ერთი გაძევება, მოედანი დროზე ადრე პირველი ტაიმის მიწურულს კონკომ დატოვა, ორი ყვითელი ბარათის მიღებისათვის.
“ბარსელონას” მიმდინარე შემადნლობა (საწყისი და შეცვლები)

დარტყმები კარის მიმართულებით:

გამუქებული მხარე, ადგილი საიდანაც გოლი გავიდა, გაუმუქებელი მხარე, უბრალოდ დარტყმები კარში. როგორც ხედავთ უმეტესობა გოლებისა სწორედ სევილიას საჯარიმოდან გაუვიდა, მხოლოდ ერთი ლეო მესის გოლი იყო საჯარიმოს გარედან დარტყმული. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ კატალონიელებმა არამარტო მოედნის ცენტრი არამედ მეტოქის საჯარიმოც ჩაიდგეს ხელში.
ახლა კი გთავაზობთ, “ბარსელონას” ფეხბურთელების განლაგებას, დაფარულ ზონებს.

როგორც ხედავთ, “ბარსელონას” ნახევარზე მხოლოდ და მხოლოდ სამი ფეხბურთლი იმყოფება, კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე და შეცვლაზე შემოსული ხავიერ მაშერანო. დანარჩენი ფეხბურთლები მცვლებით დაწყებული მეტოქის ნახევარზე არიან, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სევილია პრაქტიკულად არ გადასულა შეტევაზე. რაც შეეხება ჩავის იგი სუფთა პლეიმეიკერის პოზიციას იკავებს, ინიესტა კი ოდნავ მარცხნივ და წინ არის მისგან, რაც შეეხება დავიდ ვილიასა და ლეო მესის ფაქტიურად გამოდის, რომ მათ ადგილები გაცვალეს.